ჭდე: ამინდი

11-12 დეკემბერს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოში საგრძნობლად დათბება

11-12 დეკემბერს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ძლიერი ქარი მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. „11-12 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს […]

თოვლჭყაპი, ქარბუქი, უხვი ნალექი, ნისლი, – 19-20 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება

თოვლჭყაპი, ქარბუქი, უხვი ნალექი, ნისლი, - 19-20 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. 19-20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ბარში უმეტესად თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი. „შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში […]

ხვალიდან საქართველოში დათბება

საქართველოში ტემპერატურა +28-მდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

21 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 17 აგვისტოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოდან +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 17-18 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 19-20 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 17-18 აგვისტოს +26, +28 გრადუსი იქნება, 19-20 აგვისტოს კი +30, +32 […]

21-22 ივლისს საქართველოში აგრილდება

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდა. […]

28 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც

საქართველოში წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელია 

28 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამისშესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზღვაზე ხვალ 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი. „25 ივნისს ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში 37 გრადუსამდე დაცხება

საქართველოში ტემპერატურა +28-მდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 7-8 ივნისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, […]

23-24 მაისს სიცივე და ძლიერი ქარი იქნება

23-24 მაისს სიცივე და ძლიერი ქარი იქნება

23-24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს. 23 მაისს საქართველოში ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს. იპნ

ხვალიდან საქართველოში დათბება

საქართველოში ტემპერატურა +28-მდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

11 და 12 მაისს, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 11 და 12 მაისს დასავლეთ საქართველოში +23-დან + 28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს უკვე გამოიდარებს და ნალექი ყველგან შეწყდება. ხვალიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, […]

საქართველოში 10 მაისამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში 10 მაისამდე არამდრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ასევე სეტყვა. სინოპტიკოსის განმარტებით, 11 მაისის შემდეგ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. „საქართველოში, 10 მაისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდი იქნება. უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ასევე სეტყვა, იქროლებს […]

საქართველოში საგრძნობლად დათბება

საქართველოში საგრძნობლად დათბება

აგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 მაისი ჩათვლით საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსამდე გათბება. თბილისში კი, 5 მაისს ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +22 +25 გრადუსი დაფიქსირდება.