ჭდე: ავტობანი

ავტობანზე მანქანა ქვეითს დაეჯახა, რასაც 7 მანქანის ერთმანეთთან დაჯახება მოჰყვა

ავტობანზე მანქანა ქვეითს დაეჯახა, რასაც 7 მანქანის ერთმანეთთან დაჯახება მოჰყვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მსუბუქი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე, რომელიც ავტომაგისტრალის გადაკვეთას ცდილობდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებში მყოფ მგზავრებს, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. შემთხვევა შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს- ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხილის […]

პატიმრების მანქანა ავტობანზე სატვირთოს დაეჯახა

პატიმრების მანქანა ავტობანზე სატვირთოს დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა დასავლეთისკენ მიმავალ ცენტრალურ ავტობანზე, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრების გადასაყვანი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულია მძღოლი, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა. ის გორის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები. სასჯელაღსრულების დეპარტამენის მანქანა მთლიანად დამტვრეულია. შემთხვევის დროს ორივე ავტომობილში მხოლოდ მძღოლები იმყოფებოდნენ. იმედინიუსი

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. ისინი სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს აშენებენ. მუშები ხელფასების 50 %-ით მომატებას ითხოვენ. ამბობენ, რომ დღიური ანაზღაურება 14-დან 19 ლარამდე აქვთ და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამუშაოები გააჩერეს, მაგრამ უშედეგოდ. ლანჩხუთში, კომპანია “სინოჰინდროსთან” 100-ზე მეტი ადამიანია შეკრებული. დამსაქმებელი ჩინური კომპანიაა. შეკრებილები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ავტობანზე მიკროავტობუსი ამობრუნდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ავტობანზე მიკროავტობუსი ამობრუნდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ავტობანზე, რუის-ურბნისის მონაკვეთზე, მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა. როგორც მომხდართან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, საქმე 276-მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) აღიძრა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ლილოდან მოდიოდა.