ჭდე: დახურვა

დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება

დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. „ ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, – აცხადებენ უწყებაში.

შიდა ქართლში ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა

შიდა ქართლში ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა

შიდა ქართლის ტერიტორიაზე მოქმედი აგრარული ბაზრები ცოტა ხნის წინ დაიხურა. საგანგებო შტაბის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოვაჭრეებს დღეს დილით აცნობეს. რეგიონის გუბერნატორის, გიგი ხოჯევანიშვილის თქმით, ბაზრების დროებითი დახურვა მუნიციპალიტეტებს შორის მოსახლეობის გადაადგილებას შეამცირებს. „გუშინ საღამოს გვქონდა შტაბის შეკრება, ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეგიონის ჭრილში მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მაღალი რისკების გათვალისწინებით, შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება აგრარული ბაზრების მუშაობის […]

1 აპრილამდე სავაჭრო ცენტრებში არსებული 40 ობიექტი იხურება

1 აპრილამდე სავაჭრო ცენტრებში არსებული 40 ობიექტი იხურება

19 მარტიდან 1 აპრილამდე სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე სავაჭრო ობიექტები დროებით დაიხურება. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული საცალო ბიზნესის ასოციაცია ავრცლებს. ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არნიშნულია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა ბიზნესსექტორზე საგრძნობლად უარყოფითი ცვლილებები მოახდინა გაყიდვების მიმართულებით, ვინაიდან ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო მთელი რიგი გადაწყვეტილებები […]

მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტები დახურა

გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დროზე ადრე იხურება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო. „დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

საფრანგეთში ყველა რესტორანი, კაფე, კინოთეატრი და კლუბი დაიხურება

საფრანგეთში ყველა რესტორანი, კაფე, კინოთეატრი და კლუბი დაიხურება

კორონავირუსის გამო საფრანგეთში ყველა რესტორანი, კაფე, კინოთეატრი და კლუბი დაიხურება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ საფრანგეთი კოროვირუსის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ გაზრდის სოციალურ დისტანციას. პრესკონფერენციაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ შაბათს გვიან ღამით ყველა ადგილის დაკეტვა დაიწყება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მათ შორის რესტორნები, კაფეები, კინოთეატრები და ღამის კლუბები. ”ბაზრები და კვების ობიექტები, აფთიაქები, […]

ზეიმი უხანში – ყველა დროებითი კლინიკა დაიხურა – ვიდეო

ზეიმი უხანში - ყველა დროებითი კლინიკა დაიხურა - ვიდეო

ჩინეთის ქალაქ უხანში დახურეს ყველა დროებითი საავადმყოფო, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო 2 თვის წინ ააშენეს. ამ ფოტოზე ასახულია ბოლო კლინიკის დახურვის ცერემონია. უხანში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ამიტომ ეს დროებითი კლინიკები საჭირო აღარაა.

საბერძნეთმა ყველა სასწავლო დაწესებულება 2 კვირით დახურა

7 ივლისს საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება

საბერძნეთის მასშტაბით ყველა სკოლა, უნივერსიტეტი და დღის ცენტრი დაიხურა. აღნიშნული ზომები მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასი აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებები 14 დღით იხურება. „ყველა ბერძენმა ახლა პირადი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. ყველა სკოლა 14 დღით იხურება, რათა თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის გავრცელება“,-აცხადებს მინისტრი. ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 89 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იაპონიაში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მარტის ბოლომდე დაიკეტება

იაპონიაში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მარტის ბოლომდე დაიკეტება

იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს განცხადებით, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები ორშაბათიდან მარტის ბოლომდე დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიიღო. როგორც ცნობილია, იაპონიაში კორონავირუსით 800-ზე მეტი პირი დაინფიცირდა. მათ შორის 700 ადამიანი საკრუიზო გემ, Diamond Princess-ის მგზავრები არიან. იპნ

საქართველოში ისრაელის საელჩო დაიხურა

საქართველოში ისრაელის საელჩო დაიხურა

მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის საელჩოები და საკონსულოები დაიხურა. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ფაქტი ისრაელის ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ხაზინა დესპანებს სთხოვს უკან დააბრუნონ ის ათასობით დოლარი, რომელიც მათ ხარჯების ანაზღაურებისთვის დაერიცხათ. „იმის გამო, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ცვლის იმ პროტოკოლს, რომელიც ათწლეულების მანძილზე არსებობდა, იძულებულნი ვართ […]

„დაიხუროს „რუსთავი 2“ – ტელეკომპანიასთან პოლიციაა მობილიზებული

„დაიხუროს „რუსთავი 2“ - ტელეკომპანიასთან პოლიციაა მობილიზებული

„რუსთავი 2-ის“ შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებენ. ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანიის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. აქციაზე შეკრებილები „რუსთავი 2-ს“ დახურვას ითხოვენ. მათ აქციაზე მიიტანეს პლაკატები სახელწოდებით „დაიხუროს „რუსთავი 2“. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ “რუსთავი 2-ს“ ინტერვიუები არ მისცენ. მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიასთან საპროტესტო აქციას მართავს, ხელისუფლების გადადგომასაც ითხოვს. […]