ჭდე: გიორგი კვირიკაშვილი

ფარული ჩანაწერი, რომელსაც კვირიკაშვილის პრემიერობა შეეწირა – რა მოხდა „ქართული ოცნების“ სხდომაზე

ფარული ჩანაწერი, რომელსაც კვირიკაშვილის პრემიერობა შეეწირა – რა მოხდა „ქართული ოცნების“ სხდომაზე

„ქართული ოცნების“ შეხვედრიდან „თაიმერისთვის“ კიდევ ერთი ექსკლუზიური დეტალი გახდა ცნობილი: თბილისის მერმა, კახი კალაძემ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა: – საქართველოში არ არის შექმნილი ის ვითარება, რომ პრემიერ-მინისტრი გადააყენოთ, ის ღირსეული პრემიერია. ამის შემდეგ, როგორც ჩვენი წყარო ყვება, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამსწრე საზოგადოებას ჩანაწერი „აუფრიალა“, სადაც ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი გიორგი ვაშაძეს ეუბნება, რომ მომიტინგეებმა […]

დღე უკანასკნელი – გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის კანცელარიის აივანზე

დღე უკანასკნელი - გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის კანცელარიის აივანზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. ფოტოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს.

პრემიერი კვირიკაშვილი გადადგა

პრემიერი კვირიკაშვილი გადადგა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა. „დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რასაც მას გააჩნია,“- განაცხადა კვირიკაშვილმა. მან ეკონომიკის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაასახელა – მცურავი სავალუტო კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, ჭარბვალიანობისა […]

კვირიკაშვილი მიდის – პრემიერის პოსტი შესაძლოა მამუკა ბახტაძემ დაიკავოს

კვირიკაშვილი მიდის - პრემიერის პოსტი შესაძლოა მამუკა ბახტაძემ დაიკავოს

სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში – პარტია “ქართული ოცნება” ამ წუთებში საგანგებო შეხვედრას მართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება.არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობის მეთაურს შეცვლის. მედიაში საუბრობენ, რომ კვრიკაშვილის სავარძელს შს მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, თუმცა ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე შესაძლოა ფინანსთა მინსიტრი მამუკა ბახტაძე ვიხილოთ. სამთავრობო ცვლილებები ამით არ ამოიწურება. კულუარული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ იუსტიციის მინისტრი […]

კვირიკაშვილი: მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება

კვირიკაშვილი: მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება

2018 წლის აპრილისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.5% შეადგენს და ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პოზიტიური ზრდის ტენდენციები ნარჩუნდება როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი საწარმოების ბრუნვის და დასაქმებისმაჩვენებლებშიც. „რამდენიმე დღის წინ, 2018 წლის აპრილისთვის ეკონომიკური ზრდის […]

ზაზა სარალიძე – ”კვირიკაშვილმა მითხრა, თუ გინდა, ახლავე გადავდგებიო, მას 10 ივნისამდე აქვს ვადა”

ზაზა სარალიძე - ”კვირიკაშვილმა მითხრა, თუ გინდა, ახლავე გადავდგებიო, მას 10 ივნისამდე აქვს ვადა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას სარალიძის ოჯახის უფლებადამცველი და სახალხო დამცველი ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ზაზა სარალიძის განცხადებით, მისი მოთხოვნები უცვლელი რჩება და ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს პრემიერ-მინისტრის მხრიდან: „ყველაფერი უცვლელი რჩება, სისტემა უნდა დაინგრეს თუ ესენი გონს არ მოვლენ. რა უნდა ეთქვა? პრემიერმა განმიმარტა, ახლავე დავტოვებ თუ გინდა […]

პრემიერის შეხვედრა მალხაზ მაჩალიკაშვილთან დასრულდა

პრემიერის შეხვედრა მალხაზ მაჩალიკაშვილთან დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სარალიძისა და მაჩალიკაშილის ადვოკატები, ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა გუშინ საღამოს აქციის მიმდინარეობისას გაჟღერდა. დღეს პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა განცხადება, რომლშიც ნათქვამი იყო, რომ იგი შეხვედრისთვის მზად იყო, თუმცა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებთან და პოლიტიკური ფიგურების დასწრების გარეშე. რაც […]

“ივანიშვილი ზის თავის შამანთან ერთად და შემცვლელს ეძებს, პრემიერს ისედაც გაგდებას უპირებდნენ”- კუპრავა

"პუტინი საქართველოს დაემუქრა, ან ვაზიანის ბაზას დაგვითმობთ, ან გადაგბუგავთო"

ზვიად კუპრავასთვის გაუგებარია ვის გულისხმობს პრემიერი ანგაჟირებულ პირებში, მისი თქმით სამარცხვინოა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში არსებულ გლობალურ პრობლემაზე, რაც არის უსამართლობა და სახელმწიფოს ძალმომრეობითი სისტემა ასე საუბრობს და პოლიტიკურად ანგაჟირებულ პროცესს უწოდებს: „პრემიერ-მინისტრი როდესაც არ ვარგა, თუ უნდა ანგაჟირებული დაარქვას და რაც უნდა ის დაარქვას, პრემიერი არ ვარგა და 50 ათას ადამიანს ანგაჟირებულს დაგვარქმევს თუ გულწრფელად […]

“ჩვენ ვმოქმედებთ ზაზა სარალიძესთან ერთად და ერთობლივად უნდა შეგვხვდეს” – უდუმაშვილი პრემიერის განცხადებაზე

"ჩვენ ვმოქმედებთ ზაზა სარალიძესთან ერთად და ერთობლივად უნდა შეგვხვდეს" - უდუმაშვილი პრემიერის განცხადებაზე

დღეს, 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ!“ განახლდება. პოლიტიკური პარტიები, ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის შვილმოკლულ მშობლებს შეხვდეს, თუმცა „ანგაჟირებული პოლიტიკური ძალების გარეშე“: „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ […]

კვირიკაშვილი – “ჩემი გადადგომის დრო ჯერ არ დამდგარა”

კვირიკაშვილი - "ჩემი გადადგომის დრო ჯერ არ დამდგარა"

– მე ჩემი თანამდებობა, არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის და მისი მხარდამჭერების მოთხოვნას გამოეხმაურა, მთავრობის გადადგომის შესახებ. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება პრობლემა არ არის, თუმცა მისივე განცხადებით, დღეს “ამის სიტუაცია ” არ არის, […]