ჭდე: ირაკლი სესიაშვილი

იაგო ხვიჩია – „სავალდებულო სამხედრო სამსახურის საჯარო სამსახურთან მიბმის იდეა სულელურია“

იაგო ხვიჩია - „სავალდებულო სამხედრო სამსახურის საჯარო სამსახურთან მიბმის იდეა სულელურია“

შესაძლოა საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება აეკრძალოთ იმ პირებს, ვისაც სავალდებულო სამსახური გავლილი არ აქვს. ეს იდეა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამინისტროს ამის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა აქვს, თუმცა როგორც გაირკვა ეს მხოლოდ იდეა და მსჯელობის შემდეგ გადაწყდება. „ამ ეტაპზე საკანონმდებლო ინიციატივა მომზადებული არ არის. ნებისმიერი ცვლილება შემუშავებული და წარდგენილი იქნება მხოლოდ შეგროვებული პრობლემატიკის […]

სესიაშვილი: “ჩემს სახლს 50 თეთრიანი აგურის ზოლი აქვს და ჩვეულებრივი ბრიზგითაა აშენებული”

სესიაშვილი: “ჩემს სახლს 50 თეთრიანი აგურის ზოლი აქვს და ჩვეულებრივი ბრიზგითაა აშენებული”

რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა მისი სახლის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2012 წლის შემდეგ აშენდა. რუსთავი 2-მა მოიტყუა, როცა თქვა, რომ ორივე სახლი 2012 წლის შემდეგ მაქვს აშენებული და არ მიანიშნა რეალობა. 120.000 ლარი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შავი კარკასი ამეშენებინა. ეკო მაღრაძე საუბრობს, რომ სახლი ცეცხლგამძლე აგურითა და ბეტონით მაქვს აშენებული. ერთი გამაგებინეთ, […]

ირაკლი სესიაშვილი – ”ოცნება” ერთიანია, მაგრამ განსხვავებული პოზიციები გვაქვს”

ირაკლი სესიაშვილი: „შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი“

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. _ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს როლი ანტიტერორისტული ოპერაციების მხრივ პოზიტიურად არის შეფასებული, როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი? _ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყანა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის ფლაგმანია, ასეთ ყოვლისმომცველ და პოზიტიურ შეფასებას აკეთებს. ხაზს […]

ირაკლი სესიაშვილი ”ოცნების” პოლიტსაბჭოდან მის გაშვებას მიესალმა – ”ახალ წევრებს მხარს ვუჭერთ”

ირაკლი სესიაშვილი: „შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო მუდმივად განახლებადია. მისი თქმით, წევრების შემცირებაც სწორი გადაწყვეტილებაა. – პოლიტსაბჭო არ არის მუდმივმოქმედი საბჭო, არის მუდმივად განახლებადი, მას ირჩევს ყრილობა. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ ის განახლდა. ეს უკვე არის სწორი გადაწყვეტილება. ასევე, სწორია ის გადაწყვეტილება, რომ შემცირდა წევრების რაოდენობა და 15 წევრით განისაზღვრა, რათა მეტად მოქნილი იყოს. ყველა […]

ირაკლი სესიაშვილი: “ივანიშვილის პრეზიდენტობაზე მსჯელობა არ გვქონია – პრემიერ კვირიკაშვილის შეცვლას არ უნდა ველოდოთ”

ირაკლი სესიაშვილი: „შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი“

“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრობს. – ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯს, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება? – თავისთავად ცხადია, რომ ქვეყანაში ბატონ ბიძინა ივანიშვილს სამოქალაქო-პოლიტიკური პასუხისმგებლობა ძალიან დიდი აქვს. მინდა საზოგადოებამ სწორად დაინახოს სურათი: […]

ირაკლი სესიაშვილი: „შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი“

ირაკლი სესიაშვილი: „შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი“

შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი, – ამის შესახებ  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. სესიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი სამართლებრივი პროცედურაა, ის ბრალდებულია გარკვეული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია სააკაშვილი საქართველოს სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ამასთან, სესიაშვილი ირწმუნება, რომ მისთვის უცნობია, რა ღონისძიებებს ახორციელებენ შესაბამისი […]

ირაკლი სესიაშვილი: „ვერსია, თითქოს სუს-მა შემოიყვანა ჩატაევი, უბრალოდ, ღირსების შემლახავია“

ირაკლი სესიაშვილი: „ვერსია, თითქოს სუს-მა შემოიყვანა ჩატაევი, უბრალოდ, ღირსების შემლახავია“

– ის ვერსია, რომ თითქოს თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემოიყვანა ჩატაევი, უბრალოდ ღირსების შემლახავია, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ვიდრე ხელისუფლება დუმილის უფლებას იყენებს, აბსოლუტურად ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მათ შორის იმ ვერსიასაც, რომ ჩატაევი ხელისუფლებამ თავად შემოიყვანა საქართველოში. […]

ირაკლი სესიაშვილი – გარწმუნებთ, არანაირი ორი ადამიანი არ გაქცეულა, ეს არის ტყუილი

ირაკლი სესიაშვილი - გარწმუნებთ, არანაირი ორი ადამიანი არ გაქცეულა, ეს არის ტყუილი

გარწმუნებთ, არანაირი ორი ადამიანი არ გაქცეულა, ეს არის ტყუილი, – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციის შემდეგ ორმა ადამიანმა გაქცევა მოახერხა და მათ გამოძიება ამ დრომდე ეძებს. „მინდა ყველა დავარწმუნო იმაში, რომ აბსოლუტურად ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ამიტომ ოპოზიციის მიერ გამოთქმული ეჭვები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ამ შემთხვევაში ჩვენ […]

ირაკლი სესიაშვილის მეუღლეს რუსმა ბიზნესმენებმა კომპანიის წილი 10 ლარად „მიჰყიდეს“

ირაკლი სესიაშვილის მეუღლეს რუსმა ბიზნესმენებმა კომპანიის წილი 10 ლარად „მიჰყიდეს“

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის წევრის ირაკლი სესიაშვილის მეუღლე თინათინ კიკილაშვილი ბიზნესს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად აწარმოებს. იგი კომპანია „ტერმინალ ლაბ ბერსას“ მეწილეა, სადაც საკონტროლო პაკეტს ბეკხან ალიევი და ირინა კოვალენკო ფლობენ. შპს „ტერმინალ ლაბ ბერსა“ 2015 წლის 7 აპრილს შეიქმნა. კომპანიის კაპიტალის 60 %-ის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალი მარაევი იყო, ხოლო 20 […]

ირაკლი სესიაშვილმა თბილისში მიწის ნაკვეთი თვითნებურად მიისაკუთრა

ირაკლი სესიაშვილმა თბილისში მიწის ნაკვეთი თვითნებურად მიისაკუთრა

 პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ 2 ელექტრონულ აუქციონში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა, რის შედეგადაც საბურთალოზე, სარეკრეაციო ზონაში მდებარე 2 მიწის ნაკვეთი 30.694 ლარად იყიდა. აქედან ერთი ნაკვეთი მას თვითნებურად ჰქონდა დაკავებული. 2016 წლის 11 მარტს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონაში არსებული 326 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების […]