ჭდე: ლიონელ მესი

გარი ლინეკერი: ”მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”

გარი ლინეკერი: ”მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა, რომელიც ამჟამად ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, განაცხადა რომ მესიზე ძლიერი ფეხბურთელი არ დაბადებულა და ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა: ”ვინმეს სერიოზულად გონია რომ მესიზე უკეთესი ფეხბურთელი არსებობს? ის უბრალოდ ერთი თავით მაღლა დგას სხვებზე”–დაწერა ლინეკერმა თავისი ტვიტერის გვერდზე. მესიმ ტოტენჰემს ორი გოლი გაუტანა და ბარსელონას გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. ბარსელონამ […]

მესიმ ბარსელონას დაცვა გააკრიტიკა

მესიმ ბარსელონას დაცვა გააკრიტიკა

ბარსელონა ბოლო პერიოდში ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს და კატალონიელებმა ზედიზედ სამ შეხვედრაში ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება. ამ თემაზე ბარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ ისაუბრა და თქვა რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში დაცვის ცუდი თამაშის ბრალია: ”მეტოქეები ძალიან ადვილად ახერხებენ ჩვენი კარის დალაშქვრას, რაც მიუღებელია. ჩვენ ამ ასპექტს უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან კარგი დავცის გარეშე […]

ერნესტო ვალვერდე: ”მესის მოედანზე ყველაფერი შეუძლია”

ერნესტო ვალვერდე: ”მესის მოედანზე ყველაფერი შეუძლია”

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ მესისთვის სამი გოლის გატანა ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს უკვე აღარავის უკვირს. ვალვერდეს აზრით მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია: ”პსვ-მ პირველი ტაიმი კარგად ითამაშა და მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა მეორე ტაიმში მესიმ საოცრებები აკეთა. მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია და ეს არავის უკვირს. ლეომ ყველა მიაჩვია თავის საოცარ თამაშს”–განაცხადა ერნესტო […]

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერაში პაუზა აიღო

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერაში პაუზა აიღო

ბარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერაში პაუზა აიღო და მან თხოვნით მიმართა არგენტინის საფეხბურთო ფედერაციას რომ ის რამდენიმე თვე ნაკრებში არ გამოიძახონ. ჯერჯერობით თვითონ მესის ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, ამიტომ უცნობია თუ რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება. მესიმ ერთხელ უკვე დატოვა ნაკრები და ეს 2016 წელს მოხდა, მაგრამ მაშინ ლეომ მალე გადაიფიქრა და […]

ლიონელ მესი ბარსელონას კაპიტანი გახდა

ლიონელ მესი ბარსელონას კაპიტანი გახდა

ბარსელონას კაპიტანი მომავალ სეზონში ლიონელ მესი იქნება. ანდრეს ინიესტას წასვლის შემდეგ მესი ავტომატურად გუნდის კაპიტანი უნდა გამხდარიყო, რადგან მანამდე ის ვიცე კაპიტანი იყო. მესის თქმით ბარსელონას კაპიტნობა მისთვის დიდი პატივია და ის შეეცდება რომ ღირსეული კაპიტანი იყოს. მესის არყოფნის შემთხვევაში ბარსელონას სერხიო ბუსკეტსი უკაპიტნებს, ხოლო მესამე კაპიტანი ჟერარ პიკე იქნება. ბარსელონა სეზონის პირველ შეხვედრას 12 […]

მალკოლმი: ”მესი მსოფლიოში საუკეთესოა”

მალკოლმი: ”მესი მსოფლიოში საუკეთესოა”

ბარსელონას ახალწვეულმა მალკოლმმა ლიონელ მესიზე ისაუბრა და თქვა რომ არგენტინელი მსოფლიოში საუკეთესოა. გარდა ამისა, მალკოლმის აზრით მესის გვერდით ყველა ფეხბურთელი უკეთესი ხდება და მალკოლმის შემთხვევაშიც ასე იქნება: ”რომაში გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ როდესაც ბარსელონა შანსს გაძლევს, ამ შანსზე უარი არ უნდა თქვა. ბარსელონაში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ჩემი აზრით მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ვამაყობ რომ […]

ლიონელ მესი ნიგერიის დამარცხებისთვის მზად არის

ლიონელ მესი ნიგერიის დამარცხებისთვის მზად არის

ლიონელ მესიმ ნიგერიასთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მას სჯერა თავისი ნაკრების წარმატების. შეგახსენებთ რომ არგენტინას მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს ნიგერიასთან და სხვა ნებისმიერი შედეგი მესის გუნდისთვის დამღუპველია: ”ჯერ კიდევ მჯერა რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია, რადგან ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ მოედანზე ერთმანეთს უკეთესად უნდა გავუგოთ. სანამ შანსები გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ”–განაცხადა ლიონელ მესიმ. ნიგერიასთან შეხვედრა […]

დიმიტრი ობოლაძე: ”მესის ნაკრები კიდია”

დიმიტრი ობოლაძე: ”მესის ნაკრები კიდია”

არგენტინამ ხორვატიასთან სამარცხვინოდ წააგო 0:3 და თითქმის დაკარგა მერვედფინალში გასვლის შანსები. ამ მატჩს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ზოგმა მესის უნიათო თამაში აღნიშნა, ზოგმა კი ყველაფერი მთავარ მწვრთნელს ხორხე სამპაოლის დააბრალა. ცნობილმა ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა დიმიტრი ობოლაძემ განაცხადა რომ მესი ნაკრებში ისე არ იხარჯება, როგორც ამას მარადპნა აკეთებდა: ”მესის ნაკრები კიდია, ამიტომ სამპაოლის ტყუილად აბრალებენ წაგებას. […]

არგენტინამ ისლანდია ვერ დაამარცხა. მესიმ პენალტი გააფუჭა

არგენტინამ ისლანდია ვერ დაამარცხა. მესიმ პენალტი გააფუჭა

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისლანდიასთან დაიწყო და მათი დამარცხება ვერ მოახერხა. მატჩის პირველ ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს და შესვენებაზე ისინი საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმი არგენტინელების შეტევებით დაიწყო და 64–ე წუთზე მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა. მისი დარტყმული ისლანდიის ნაკრების მეკარემ მოიგერია. არგენტინელები ამის შემდეგაც უტევდნენ და მესიმ კიდევ რამდენჯერმე დაარტყა ისლანდიელთა კარის მიმართულებით, მაგრამ […]

ლიონელ მესი: ”გრიზმანთან ერთად თამაში ადვილი იქნება”

ლიონელ მესი: ”გრიზმანთან ერთად თამაში ადვილი იქნება”

ლიონელ მესიმ გრიზმანის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა რომ გრიზმანთან ერთად თამაში ძალიან ადვილი იქნება. მესის აზრით გრიზმანს აქვს ყველა ის თვისება რაც ფეხბურთელს სჭირდება იმისთვის რომ ბარსელონაში ითამაშოს და წარმატებას მიაღწიოს: ”გრიზმანი ტექნიკური და ჭკვიანი მოთამაშეა, რომელთან ერთად ადვილია კომბინირება. თუ ის ბარსელონაში გადმოვა, მაშინ ჩვენ გავძლიერებით, თუმცა ეს ჩემზე დამოკიდებული არ არის”–განაცხადა […]