ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი „მძიმე შემთხვევაა”. „მე ვფიქრობ, საერთოდ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს ჩვენ საქმე, არ მინდა, რომ რომელიმე პრეზიდენტს მოუწიოს ასე კიდევ, თუმცა არსებული სურათი ჩვენ გვიჩვენებს, რომ ზოგადად ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში, აჩენს მოლოდინებს, რომ როცა დავუშვათ, შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შეიძლება […]
ჭდე: მეუფე გრიგოლი
ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უწინამძღვრებს, მეუფე გრიგოლი კი წალკას უბრუნდება
წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრესთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში გადაყვანილი მეუფე გრიგოლი კვლავ წალკის ეპარქიის ეპისკოპოსად დაბრუნდება, მის ნაცვლად კი, ჭყონდიდის ეპარქიას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე უწინამძღვრებს. მიუხედავად იმისა, რომ სინოდის სხდომის ოქმი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა, ინფორმაცია მედიას თიანეთისა და ფშავხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა დაუდასტურა. კითხვაზე, არის თუ არა მეუფე სტეფანეს ჭყონდიდში მივლინება […]
“ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენას არაფერი აქვს საერთო იმ დაპყრობლურ ქმედებებთან, რასაც რუსეთის მხრიდან აქვს ადგილი”
ეპარქიის სამდივნო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდალოესი გრიგოლის სამწყსოსადმი მიმართვას ავრცელებს. “ძვირფასო სამწყსოვ, ქრისტესმიერსაყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო! დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში უაღრესად სამწუხარო ფაქტი მოხდა. იმ ვითარებაში, როცა ჩვენი სამშობლოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაპყრობილია რუსეთის სახელმწიფოს მიერ, და საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი კერებიდან არის განდევნილი და ღირსებაშელახული, სრულიად მიუღებელია, რომ ოკუპანტი […]
მეუფე გრიგოლი: ”დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე „დამოკლეს მახვილივითაა“ ეკლესიის თავზე”
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე „დამოკლეს მახვილივითაა“ ეკლესიის თავზე, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის საშობაო მიმართვაშია ნათქვამი. მისვე განცხადებით, ეკლესიაში ე.წ. კრიზისის გარკვეული ნიშნებია. „ჩვენ კვლავ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ ეკლესიაში ვხედავთ ე.წ. კრიზისის გარკვეულ ნიშნებს, რომელთა შორისაა თუნდაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, ტრაგიკული ამბავი, რომელიც „დამოკლეს მახვილივითაა“ ეკლესიის თავზე. საერთო ფონს, […]
მეუფე გრიგოლი – ”მრჩება შთაბეჭდილება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი“
ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი და მამა კახაბერი შეხვდნენ.„მე ვერ გეტყვით ვინ რისი ჩამდენია, მაგრამ რაც აზრი გამომაქვს, რაც ვარაუდები ჩნდება, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი. ის გარემოებათა მსხვერპლია“- უთხრა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლმა. სასულიერო პირის განცხადებით, „დეკანოზი მამალაძის ერთადერთი თხოვნაა, რომ „ციანიდის საქმეზე“ სიმართლე დადგინდეს. – ბუნებრივია, […]
მეუფე გრიგოლი: “ილია მეორე უნდა გადამდგარიყო…”
პატრიარქის ბრძანება მოსაყდრის დანიშვნასთან დაკავშირებით დაპირისპირების მიზეზი გახდა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი “შაბათის კურიერთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პატრიარქის ბრძანება მოსაყდრის დანიშვნის შესახებ შესაძლოა, არალეგიტიმური იყო, რადგან მაშინ შიო მუჯირის გამწესების შემდეგ, თავად ილია მეორე უნდა გადამდგარიყო. მეუფე გრიგოლი არ გამორიცხავს, რომ ილია მეორემ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს. წმინდა სინოდის წევრი ამბობს, რომ “საქმე გვაქვს სამართლებრივ […]





