მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განუცხადა. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლის თქმით, როგორც სუბელიანი განმარტავს, მან აღნიშნული დაზიანებები 15 ოქტომბერს მიიღო, როდესაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული დაზიანებები დაფიქსირებულია ექიმის ჟურნალშიც და იგი ამ კონკრეტულ ინციდენტში საეჭვო […]
ჭდე: მირზა სუბელიანი
”მირზა სუბელიანი არ გვიცემია” – სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულ მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “ბრალდებული 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუკი დაცვის მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სურვილი აქვს, ბრალდებული მირზა სუბელიანი დაუყოვნებლივ მოინახულოს მისმა ადვოკატმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ელისო კილაძე – ”მირზა სუბელიანი სასტიკადაა ნაცემი”
ელისო კილაძემ ცოტა ხნის წინ ფეისბუქში დაწერა: ”ამ წუთებში მივიღე ინფორმაცია იმის თაობაზე,რომ მირზა სუბელიანი არის სასტიკად ნაცემი ! მივმართავ იუსტიციის სამინისტროს-ჟურნალისტებს მოგვცეს საშუალება მოვინახულოთ გლდანის ციხეში მირზა სუბელიანი ! p.s.ცუხიშვილის შესვლა თუ შეიძლებოდა მასთან,ჩემი რატომ არ შეიძლება ?! მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს დაუყოვნებლივ მოითხოვეთ პატიმარ სუბელიანთან შეხვედრა !”
„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით არ ყოფილა“ – კახიშვილის პირველი კომენტარი
სუბელიანის სკანდალური ჩანაწერების გაგრძელება – გუშინ „რუსთავი 2“-მა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც კვლავ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. ჩანაწერში დიალოგი კვლავ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანსა და უმრავლესობის დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს შორის მიმდინარეობს. სუბელიანი ახალ ჩანაწერშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს და ახსენებს სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს. სუბელიანის თქმით, მას აქვს კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები ფარული ჩანაწერის […]
”მირზა სუბელიანი მზად იყო, მოეკლა მიხეილ სააკაშვილი, ახლა კი ემუქრება სოზარ სუბარს და კახი კახიშვილს” – ახალი სკანდალი
მირზა სუბელიანი მზად იყო, მოეკლა მიხეილ სააკაშვილი, ახლა კი ემუქრება სოზარ სუბარს და კახი კახიშვილს – კიდევ ერთი ფრაგმენტი ციხეში ჩაწერილი საუბრიდან. 21:00 საათზე კიდევ ერთი სკანდალური ფარული ჩანაწერი გასაჯაროვდება, სადაც მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. აუდიოფაილიდან გაიგებთ როგორ ემუქრებოდა და აშანტაჟებდა ხორავას ქუჩის საქმის გამო ყოფილი პროკურორი ხელისუფლებას და ვისი გავლენით არ გადადგა რადიკალური […]
ნინო ლომჯარია – ”მირზა სუბელიანი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია”
გლდანის მერვე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სახალხო დამცველმა მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ სუბელიანს არ აქვს სურვილი, კონკრეტული პასუხები გასცეს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს. ომბუდსმენის თქმით, სუბელიანი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. „გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი მისი მონაწილეობით, ამას მოჰყვა გუშინ საღამოს მისი მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობა, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი […]
ზაზა სარალიძე – ”მირზა სუბელიანს ვურჩევ, საბოლოოდ მაინც მოეგოს გონს და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგას”
მირზა სუბელიანს, შემიძლია, ვურჩიო, საბოლოოდ მაინც მოეგოს გონს და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგას, აღიაროს, რომ მიხეილ კალანდია და მღვდლის შვილი, რომლებიც გარეთ დათარეშობენ, არიან ჩემი შვილის მკვლელები და მისი შვილის გამო არიან მოკლულები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განუცხადა. ის გამოეხმაურა მთავარი პროკურატურის […]
”სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან” – პროკურატურამ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის 6 ივლისის საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა – ვიდეო
დღეს საქართველოს პროკურატურამ ასეთი განცხადება გააკეთა: ”საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიებით დადგენილია, […]
მირზა სუბელიანი – ბოლომდე მწირავენ… მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე
ხელისუფლებამ „ნაცების“ თამაში თუ დაიწყო, მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს“, – ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერში აცხადებს, რომელსაც თავად პროკურატურა ავრცელებს. აღნიშნულ ჩანაწერშიც სუბელიანი, სავარაუდოდ, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება და მოზარდების მკვლელობის საქმეზე აცხადებს, რომ ციხეში ერთი წლით ჩასმის პირობა მიიღო. „მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ? […]