ჭდე: ქარელი

”მამა შემოვარდა, რა მოუვიდა ბავშვსო და კრიჭა უკვე შეკრული ჰქონდა” – რატომ გარდაიცვალა 2 წლის ბავშვი ქარელში

”მამა შემოვარდა, რა მოუვიდა ბავშვსო და კრიჭა უკვე შეკრული ჰქონდა” - რატომ გარდაიცვალა 2 წლის ბავშვი ქარელში

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა ქარელში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – მცირეწლოვანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში უკვე გადაასვეეს. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ წინა დღეს მცირეწლოვანს სიცხე ჰქონდა, წამალი დაალევინეს. მისივე თქმით, სიცხის დაწევის შემდეგ ბავშვს ჩაეძინა, დილით კი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. „სიცხე მისცა წუხელ, ციტრამონი დავალევინეთ ნახევარი და დაუწია იმ წუთში. მერე დავაძინეთ, […]

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

2 წლამდე ბავშვი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ქარელის რაიონში. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ფაქტი სოფელ ბრეთში, დღეს მოხდა. ადგილზე პოლიცია მუშაობს. როგორც „ნიუპოსტს“ შსს რესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისმოვს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ქარელში მშობიარე ლალი ცხვედაძე გარდაიცვალა. დაიღუპა ბავშვიც

ქარელში მშობიარე ლალი ცხვედაძე გარდაიცვალა. დაიღუპა ბავშვიც

ქარელში მშობიარე ქალი გარდაიცვალა, მასთან ერთად, დაიღუპა ბავშვიც. 32-წლის ლალი ცხვედაძე მეხუთე შვილს ელოდებოდა. შემთხვევა 5 აგვისტოს ქარელის საავადმყოფოში მოხდა. საავადმყოფოს ხელმძღვანელი მიხეილ სარაული ამბობს, რომ მშობიარობის დროს, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ემბოლიას. ,,მაინც საბოლოო პასუხს ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც უკვე დანიშნულია. პაციენტი აღრიცხვაზე იყო თბილისში. ჩვენთან მხოლოდ საოპერაციოდ შემოიყვანეს” – აცხადებს მიხეილ სარაული. სამედიცინო ლიტერატურის მიხედვით, ემბოლიის […]

ქარელში ცხედრები აერიათ და ჭირისუფლებს სხვა გარდაცვლილი მიუსვენეს

ქარელში ცხედრები აერიათ და ჭირისუფლებს სხვა გარდაცვლილი მიუსვენეს

ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ ბრეთში საავადმყოფოდან სხვა ცხედარი გადაასვენეს. ჭირისუფლებმა ეს მას შემდეგ გაიგეს, რაც ოჯახში მისვენებულ ცხედარს სუდარა მოხსნეს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს. როგორც აღმოჩნდა, ბრეთში დევნილთა კორპუსებში მცხოვრები 94 წლის ნინა ცისკაძის ცხედარი შეცდომით გადაასვენეს. როგორც ირკვევა, ერთსა და იმავე დღეს, გორის საავადმყოფოში ორი ქალი გარდაიცვალა. ერთი, სოფელ ბრეთის მკვიდრი, 79 წლის ქალი […]

ქარელში მამაკაცმა ქალს ნაჯახით თავი გაუტეხა

ქარელში მამაკაცმა ქალს ნაჯახით თავი გაუტეხა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ […]

ქარელში მანქანა არხში გადავარდა – 3 ადამიანი დაიღუპა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ქარელის რაიონში, სოფელ მოხისთან, ჰესის ახში მსუბუქი მანქანა გადავარდა, რომელშიც 5 ახალგაზრდა იჯდა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მანქანიდან ორმა პირმა გადმოსვალა შეძლო, სამი კი დაიხრჩო. გარდაცვლილებს შორის ორი ძმაა. როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.

ქარელში ცოლის ცემის გამო 54 წლის მამაკაცი დააკავეს

ქარელში ცოლის ცემის გამო 54 წლის მამაკაცი დააკავეს

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1971 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით).