ჭდე: ყაჩაღობა

ყაჩაღობა ვარკეთილში – ვისოლის სადგურიდან 100 ლარი გაიტაცეს

ყაჩაღობა ვარკეთილში - ვისოლის სადგურიდან 100 ლარი გაიტაცეს

ვარკეთილში ყაჩაღობა მოხდა. გვიან ღამით სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე “ვისოლის” ბენზინგასამართი სადგურიდან თავდამსხმელებმა ასი ლარი წაიღეს. უცნობია, იყვნენ თუ არა თავდამსხმელები შეიარაღებულები. ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ზუგდიდში აფთიაქი დააყაჩაღეს

თურქეთში ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი “ნეოფარმი” დააყაჩაღეს. დაწესებულებაში ნიღბიანი მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღით ხელში შეიჭრა და სალაროდან ფული წაიღო. აფთიაქში ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.დაკითხვაზე გადაყვანილია აფთიქის თანამშრომელი.როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შსს-მ ტაქსის მძღოლის ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შსს-მ ტაქსის მძღოლის ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ი., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ტაქსის მძღოლს – 1978 […]

გორში ბიძა-დისშვილი პენსიონერი მამის დაყაჩაღებისთვის დააკავეს

მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბიძა-დისშვილი – 1977 წელს დაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 1934 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს მისივე შვილმა და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ […]

ინკასატორის ინსცენირებული დაყაჩაღება და დანაშაულში ჩართული ნათესავები – შსს-მ ზაჰესში მომხდარი დანაშაული გახსნა

ინკასატორის ინსცენირებული დაყაჩაღება და დანაშაულში ჩართული ნათესავები - შსს-მ ზაჰესში მომხდარი დანაშაული გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით ნათესაურ კავშირში მყოფი რ.ხ. და ლ.ზ. თბილისში და სარფში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა […]

ავსტრიაში 16 წლის ქართველმა 88 წლის ქალი დააყაჩაღა

ავსტრიაში 16 წლის ქართველმა 88 წლის ქალი დააყაჩაღა

88 წლის ქალის დაყაჩაღების ბრალდებით 16 წლის ქართველი მოზარდი დააკავეს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში. გამოძიების ინფორმაციით, მოზარდი თავს დაესხა მოხუცს, ხელიდან ჩანთა და საფულე გასტაცა და მიიმალა. ძებნის შედეგად პოლიციამ ქართველი მოზარდი და მისი სირიელი თანამზრახველი დააკავა. ნიუპოსტი

ყაჩაღობა ზუგდიდში – „თიბისი ფეის“ ინკასატორს 120.000 ლარი წაართვეს

ყაჩაღობა ზუგდიდში - „თიბისი ფეის“ ინკასატორს 120.000 ლარი წაართვეს

ზუგდიდში „თიბისი ფეის“ ინკასატორი დააყაჩაღეს, რომელიც სოფელ ყულიშკარის ერთ-ერთ უბანში სასაფლაოებთან დატოვეს. შემთხვევა 26 მაისს მოხდა. ადგილობრივის ინფორმაციით, ინკასატორი მასთან სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა. – საღამო იყო, ეს კაცი მანქანით ჩემს ჭიშკართან რომ მოვიდა. დამაყაჩაღესო, მითხრა, მანქანასაც და მასაც ბენზინი ჰქონდა გადასხმული. მაშინვე დავრეკეთ პოლიციაში. ამბობდა, თავში ჩამარტყესო, შეშინებული იყო, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ყულიშკარის […]

წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები რუსთავში ლომბარდს თავს დაესხნენ

წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები რუსთავში ლომბარდს თავს დაესხნენ

რუსთავში, არასრულწლოვნები ცივი იარაღით შეიარაღებული გვიან ღამით ერთ-ერთ ლომბარდს თავს დაესხნენ.ახალგაზრდები ლომბარდში ტელეფონის ჩასაბარებლად მივიდნენ, რაზეც ლომბარდის ოპერატორმა უარი უთხრა. „კურიერის“ ინფორმაციით, არასრულწლოვნები რამდენჯერმე ნასამართლევები არიან. თავდაპირველად საქმე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით აღიძრა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და თვითმხილველების დაკითხვის შემდეგ, მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც […]

წალკაში 76 წლის მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს – წაღებულია 600 ლარი

წალკაში 76 წლის მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს - წაღებულია 600 ლარი

წალკაში ყაჩაღობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ნიღბიანი პირი ერთ-ერთ სახლში შეიჭრა, სადაც მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს. დაშავებული გამთენიისას მეუღლემ ნახა, რომელსაც სახლის მეორე სართულზე ეძინა და მომხდარის შესახებ არ გაუგია. სახლიდან წაღებულია 600 ლარი. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. შსს-მ ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას […]

რუსთავში ნიღბიანმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა

თბილისის #35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე საბურთალოზე, წითელ ბაღში, დაჭრეს

ყაჩაღობა რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. უცნობი პირი სურსათის მაღაზიაში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. არსებული ინფორმაციით მამაკაცს ნიღაბი ეკეთა, მან გამყიდველს 500 ლარამდე თანხა გამოსძალა და ადგილიდან მიიმალა. ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ, მაღაზიის მეპატრონე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ამოღებულია სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო მასალა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა მისი […]