ჭდე: რაგბი

ქართველმა მორაგბეებმა რუსები 29:9 დაამარცხეს

ქართველმა მორაგბეებმა რუსები 29:9 დაამარცხეს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები, კრასნოდარში რუსეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა და 29:9 დაამარცხა. შეხვედრა რუსებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი სამი ქულაც მოიპოვეს, რის შემდეგაც ბორჯღალოსნები გააქტიურდნენ და ლელოს დადება მოახერხეს. მეტოქის ჩათვლის მოედანი ანტონ ფეიქრიშვილმა აიღო, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეიასრულა. თუმცა ტაიმის მიწურულამდე, ქართველი მორაგბეების შეცდომების ხარჯზე, რუსებმა კიდევ ორი […]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ქუთაისში, “აია არენაზე” რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 47:0 დაამარცხა. ქართველებმა ჯამში მეტოქეს 7 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულა მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად გერმანიასთან 17 თებერვალს, საქართველოს დროით 17:30 საათზე გამართავენ.

ქართველმა მორაგბეებმა აშშ-ს 21:20 მოუგეს

ქართველმა მორაგბეებმა აშშ-ს 21:20 მოუგეს

25 ნოემბერს, თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა. კარდიფში უელსთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ეს ბარჯღალოსნებისთვის წლის ბოლო თამაში იყო და დიდი მნიშვნელობა ქონდა მის გამარჯვებით დასრულებას. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოვლენები მოედანზე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ჯო […]

უელსი-საქართველო 13:6 – როცა შენი გუნდით ამაყი ხარ!

უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ!

ალბათ არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან “პრინსიპალიტი სთედიუმზე” საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა. “ბორჯღალოსნების” ასეთი პატივით მიღება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა. ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში […]

ქართველმა მორაგბეებმა კანადას 32 ქულით მოუგეს

ქართველმა მორაგბეებმა კანადას 32 ქულით მოუგეს

ნოემბრის ტესტ-მატჩების ფარგლებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა კანადასთან გამართა. მატჩი დინამო არენაზე სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადას 32-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 54:22 სძლია. აღნიშნული მატჩის ჩათვლით, ისტორიის მანძილზე საქართველომ და კანადამ ერთმანეთთან 7- ჯერ ითამაშეს, აქედან 4-ჯერ საქართველომ გაიმარჯვა, სამჯერ კი – კანადამ. ნიუპოსტი

საქართველოს ნაკრები რაგბში რუმინეთთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები რაგბში რუმინეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა სტუმრად რუმინეთის წინააღმდეგ გამართა. ბორჯღალოსნები რუმინელ მუხებთან 1 ქულის სხვაობით 7:8 დამარცხდნენ და ანთიმოზ ივერიელის თასი დათმეს. თუმცა რაგბი ევროპის წესებიდან გამომდინარე, 8 ქულაზე ნაკლები მარცხის შემთხვევაში, დამარცხებულ გუნდს ნუგეშის 1 ქულა ენიჭება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში დამატებით 1 ქულა მოიპოვა. ქულები კი ორივე გუნდს გაუთანაბრდა, თუმცა […]

ქართველმა მორაგბეებმა რუსებს 28:14 მოუგეს

ქართველმა მორაგბეებმა რუსებს 28:14 მოუგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა “დინამო არენას” სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 28:14 დაამარცხა. “ბორჯღალოსნებმა” რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს. “ბორჯღალოსნებმა” ანგარიშის გახსნა მალევე, მე-4 წუთზე შეძლეს. ლელოს დამიწება გიორგი კოშაძემ მოახერხა, რომელმაც ნაკრებში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში უკვე მეოთხე ლელო მიითვალა. მერაბ კვირიკაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახადა. 26-ე […]