ჭდე: რესტორანი

დახურულ რესტორნებში აღარავინ შედის – რა შედეგი მოიტანა სიგარეტის აკრძალვამ

დახურულ რესტორნებში აღარავინ შედის - რა შედეგი მოიტანა სიგარეტის აკრძალვამ

სარესტორნო დაწესებულებებში დახურული სივრცეები თითქმის ცარიელია. მათი მეპატრონეები bm.ge-თან ამბობენ, რომ თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის გამო სტუმრების უმრავლესობა დახურულ რესტორნებში აღარ შედის და ღია სივრცეებში მომსახურების მიღებას არჩევს. რესტორატორთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ ბიზნესმა დაკარგა როგორც მომხმარებელი, ისე შემოსავლები. მისი თქმით, კანონს არ შეიძლება ორ თვეში გამოეწვია საზოგადოების გაჯანსაღება, რადგან ვინც ეწეოდა, ისევ […]

სროლა გერმანიის რესტორანში – დაღუპულია 2 ადამიანი

სროლა გერმანიის რესტორანში - დაღუპულია 2 ადამიანი

თავდასხმა მოხდა გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ტრაუნროიტში მდებარე რესტორანზე. ეჭვმიტანილმა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა, რესტორანში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 2 მამაკაცი დაიღუპა, ხოლო 2 ქალი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს პოლიციას მომხდარისათვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ მიუცია. სამართალდამცავების განცხადებით, გამოძიება საწყის სტადიაზეა და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ნიუპოსტი

გაგარინის მოედანზე რესტორანში მოქალაქე დაჭრეს

გაგარინის მოედანზე რესტორანში მოქალაქე დაჭრეს

გაგარინის მოედანზე ერთ-ერთ რესტორანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი მოქალაქე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ასევე სამი ადამიანი. დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენლები. მიმდინარეობს რესტორნის პერსონალის გამოკითხვა. მომხდართან დაკავშირებით შსს-ში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ რესტორნის ადმინისტრაციაშიც.