ჭდე: შალვა თადუმაძე

შალვა თადუმაძე: „ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდერის ოჯახს ჩემი დიპლომით ვემსახურებოდი“

შალვა თადუმაძე: „ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდერის ოჯახს ჩემი დიპლომით ვემსახურებოდი“

ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდერის ოჯახს ჩემი დიპლომით ვემსახურებოდი, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილმა შალვა თადუმაძემ “ქართული ოცნების“ დეპუტატ ენძელა მაჭავარიანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თადუმაძის განათლების საკითხით დაინტერესდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თადუმაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასზე, როგორც იურისტზე, ყოველთვის იყო მოთხოვნა და არ არსებობდა არც ერთი დღე, […]

შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად წარადგინეს – 12 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი

შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად წარადგინეს - 12 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე დასამტკიცებლად შალვა თადუმაძის კანდიდატურა წარუდგინა. მას ხმა საბჭოს 12-მა წევრმა მისცა. მის კონკურენტს ნინო გოგნიაშვილს არც ერთმა წევრმა არ მისცა ხმა, ხოლო “ევროპული საქართველოს” წარდგენილმა შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საპროკურორო საბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პროცედურის თანახმად, შალვა თადუმაძის კანდიდატურა ჯერ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პარლამენტმა. შალვა […]

შალვა თადუმაძე: „თეა წულუკიანს ჩემთვის კითხვები არ დაუსვამს“

შალვა თადუმაძე: „თეა წულუკიანს ჩემთვის კითხვები არ დაუსვამს“

საპროკურორო საბჭოს სხდომიდან შალვა თადუმაძე გამოვიდა, მან საბჭოს წევრებს თავისი ხედვები გააცნო. თადუმაძის თქმით, იუსტიციის მინისტრს მისთვის კითხვები არ დაუსვამას: „მე წარვსდექი საბჭოს წინაშე წარვუდგინე ჩემი ხედვა, რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, ის არ მონაწილეობდა აღნიშნულ შესარჩევ კონკურსში, მისი გადაწყვეტილება იყო რომ ჩემთვის კითხები არ დაესვა, სხვა ყველა წევრმა კითხვები დამისვა და მე პასუხი გავეცი“, – […]

შალვა თადუმაძეს ყალბი დიპლომი აქვს?!

შალვა თადუმაძეს ყალბი დიპლომი აქვს?!

როგორც ამბობენ, შალვა თადუმაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნათლიმამა, მალე გახდება საქართველოს მთავარი პროკურორი. წულუკიანმა ჭკუა იხმარა და მას შემდეგ რაც „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, ნათელმირონობის შესახებ, თავად არ წარადგინა პროკურორობის კანდიდატები. ეს მეტად ძნელი მისია წულუკიანის მოადგილეს დაეკისრა. მაშ ასე, მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი შეირჩნენ. საპროკურორო საბჭოს კანდიდატები იუსტიციის მინისტრის […]

მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის კანდიდატურა განიხილება

მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის კანდიდატურა განიხილება

ამ დრომდე უცნობია, ვის დაასახელებს “ქართული ოცნება” მთავარი პროკურორის კანდიდატად. მმართველმა გუნდმა მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართულმა ოცნებამ” მთავარი პროკურორობის კანდიდატად შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, შალვა თადუმაძე დაასახელოს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა არ გამართულა. გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ […]

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე შალვა თადუმაძე დაინიშნა. თადუმაძე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. შალვა თადუმაძე 2012 წლიდან დღემდე მთავრობის საპარლამენტო მდივნი იყო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა. ნიუპოსტი