ჭდე: შავი ზღვა

შავ ზღვაში ცურვა აიკრძალა

შავ ზღვაში ცურვა აიკრძალა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 4 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. „შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების […]

აგვისტოში საქართველოს ზღვისპირეთში მხოლოდ 2-3 დღე იქნება სრულად მზიანი

აგვისტოში საქართველოს ზღვისპირეთში მხოლოდ 2-3 დღე იქნება სრულად მზიანი

ზაფხულის შვებულების საქართველოს ზღვისპირეთში გატარების მსურველებს მოუწევთ, ზღვაზე გასასვლელი დღეები ყურადღებით შეარჩიონ. accuweather.com-ის ინფორმაციით, მოწმენდილი ცა და მზიანი დღეები აგვისტოს თვეში არცთუ ხშირად იქნება. მაგალითად, ბათუმში ყველაზე ცხელი დღე, 29 გრადუსი, 1 აგვისტოს იქნება, სრულად უღრუბლო დღე კი მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდება. 7 დღე კი იწვიმებს. ნიუპოსტი

მოსალოდნელი ძლიერი შტორმის გამო შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა აკრძალულია

მოსალოდნელი ძლიერი შტორმის გამო შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა აკრძალულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს: “დღეს, 14 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები”- ნათქვამია განცხადებაში.

შავ ზღვაში მეორე ამერიკული სამხედრო გემი შევიდა

შავ ზღვაში მეორე ამერიკული სამხედრო გემი შევიდა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ხომალდი USS Carney (DDG 64) შავ ზღვაში იმყოფება. იგი შეუერთდა მეორე გემს – USS Ross (DDG 71)-ს, რომელიც შავ ზღვაში 17 თებერვლიდან იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. Carney და Ross შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობენ. ვიცეადმირალ ქრისტოფერ გრედის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია […]

მწვანე კონცხი შავ ზღვას საბაგიროთი დაუკავშირდება

მწვანე კონცხი შავ ზღვას საბაგიროთი დაუკავშირდება

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექს აშენებს. პროექტი უპრეცედენტოა თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იგი საბაგირო გზით დააკავშირებს მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს, კომპლექსი მოიცავს ყველა იმ ატრიბუტს რაც ახასიათებს უმაღლესი დონის საერთაშორისო სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ცენტრებს. “25 წელზე მეტია, რაც მწვანე კონცხზე 80-იან წლებში მოწყობილი ღია სავარძლიანი საბაგირო გზა დანგრეულია და აღარ […]

შავ ზღვაში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით, 12:16 საათზე, შავი ზღვაში, საქართველოს საზღვაო აკვატორიაში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

შავ ზღვაში მიწისძვრა მოხდა

მექსიკის სანაპიროსთან ახლოს 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიაზე გუშინ, საქართველოს დროით 18:19 საათზე, მაგნიტუდით 3.9 მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბოლო სამ დღეში, თურქეთის ტერიტორიაზე, ეს უკვე მესამე მიწისძვრაა. გუშინვე მაგნიტუდით 3.2 მიწისძვრა დაფიქსირდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა

 შავ ზღვაში სატვირთო გემი «Герои Арсенала» ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 5 წევრის გადარჩენა მოხერხდა. ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 03:54 საათზე SOS-ის სიგნალი მიიღეს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეკიპაჟის ხუთი წევრის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო დანარჩენი შვიდი წევრი დაკარგულებად ითვლებიან. სატვირთო გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. არსებული ცნობით, […]