ჭდე: სპეცრაზმი

ზუგდიდში სპეცრაზმი შევიდა – ვიდეო

ზუგდიდში სპეცრაზმი შევიდა - ვიდეო

ლაშა ბერულავამ 2 საათის წინ ფეისბუქში დაწერა: “ტვ ოდიშის მასალა: არჩევნებამდე 2 დღით ადრე ხელისფლება ზუგდიდში სამართალდამცავების სრულ მობილიზაციას ახდენს. „ოდიშინიუსმა“ გადაიღო ექსკორტის კადრები, სადაც კარგად ჩანს როგორ შემოდიან სპეცდანიშნულების რაზმები ქალაქში. ასევე მობილიზაციაა სამხარეო პოლიციის შენობაში, სადაც საგანგებო თათბირი მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, პოლიციელებს დავალებებს აძლევენ.”

სპეცრაზმმა პანკისის ხეობა დატოვა

სპეცრაზმმა პანკისის ხეობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობა დატოვეს, თუმცა ადგილზე კვლავმობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად დარჩნენ. ხეობიდან ამ დრომდე არ გაუყვანიათ შსს-ს ბალანზე მყოფი ავტომობილები, რომლებიც ადგილობრივებმა დაწვეს. ასევე დამწვარია ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოებს მდინარის პირას აწარმოებდა. სოფელ ბირკიანში ასევე დაიშალნენ პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი, თუმცა ნაწილი კვლავ […]

სიტუაცია პანკისის ხეობაში უმართავია – დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე

პანკისში პოლიციამ რეზინის ტყვიები ისროლა და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა - რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პანკისში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ადგილზე სპეცრაზმმა მძიმე ტექნიკა ე.წ. კობრა შეიყვანა. არსებული ინფორმაციით დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ. ცრემლსადენ გაზს ისვრიან ჟურნალისტების მისამართითაც. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს. ადგილობრივები კი პოლიციას ქვებს ესვრიან. არიან დაშავებულები როგორ აქციის მონაწილეებს, ასევე სპეცრაზმს შორის. ვითარება რამდენიმე […]

ხაიშის ცენტრში შეკრებილებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს

ხაიშის ცენტრში შეკრებილებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს

ხაიშის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის ნაწილმა ადგილზე მობილიზებულ სპეცრაზმს ქვები დაუშინა. ადგილობრივები სპეცრაზმის სიახლოვეს ამ დრომდე რჩებიან. მათ ნაწილს ხელში ხელკეტები, ნაწილს კი ფიცრები უჭირავს. „ჭუბერში – დაზარალებულ სოფელში შემოვიდნენ და იმის პასუხია ეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით კი, პასუხს ითხოვენ პრემიერის განცხადებაზე, რომ ჭუბერში სტიქია ხე-ტყის უკანონოდ მოჭრამ განაპირობა. „პასუხი […]

“ბასიანში და გალერიში სპეცრაზმი შევიდა” – ნაჯა ორაშვილი შველას ითხოვს – ვიდეო

"ბასიანში და გალერიში სპეცრაზმი შევიდა" - ნაჯა ორაშვილი შველას ითხოვს - ვიდეო

ღამის კლუბ ბასიანის დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა 20 წუთის წინ ფეისბუქში დაწერა: “SOS. სპეცრაზმია შეჭრილი ბასიანზე, ასევე გალერიში, ალყაშია დინამო. ბლოუში ქალები სცემეს. ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით. ომი გამოგვიცხადეს.” https://www.facebook.com/vaska.apxazashvili/videos/2189761161041643/

ერევანში, ბაგრამიანის მოედანზე, სპეცრაზმია მობილიზებული – ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისკენ მიემართება

ერევანში, ბაგრამიანის მოედანზე, სპეცრაზმია მობილიზებული - ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისკენ მიემართება

ერევნის ცენტრში საპროტესტო აქცია განახლდა. ოპოზიციური ფრაქცია „ელქსის” ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისკენ მიემართება. ფაშინიანი რეზიდენციის ალყაში მოქცევას გეგმავს. მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ „სერჟ სარგსიანს მოუწევს, მსოფლიოს პოლიციის ფარების მიღმა უყუროს” პოლიციის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში ამ ეტაპზე მოძრაობა პარალიზებული არ არის. ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ერევნიდან იუწყება, ბაგრამიანის მოედანზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. სერჟ […]

მესტიაში სპეცრაზმია მობილიზებული

მესტიაში სპეცრაზმია მობილიზებული

მესტიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის მობილიზება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი2“ ავრცელებს. ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა სამართალდამცავები გვიან ღამით მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირა. უკავშირდება თუ არა მათი ჩასვლა სვანეთში დღეს დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლას ძალოვანები არ აკონკრეტებენ. სვანეთის მოსახლეობა დღეს გზის გადაკეტვისთვის ემზადება. ისინი მესტია-ჭალა-ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და აპირებენ რომ “სინერჯი ქონსტრაქშენმა” სპეცტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცენ. საპროტესტო […]

კიევის სასტუმროში სააკაშვილის წასაყვანად სპეცრაზმი მივიდა

კიევის სასტუმროში სააკაშვილის წასაყვანად სპეცრაზმი მივიდა

კიევში იმ სასტუმროსთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმია მობილიზებული, – ამის შესახებ სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. „სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან პოროშენკომ სპეცრაზმი „ალფა“ გამოაგზავნა მიხეილ სააკაშვილის წასაყვანად. ყველანი იქ მივდივართ“, – წერს დავით საყვარელიძე. Sos! К гостинице Fairmont Grand Hotel Kyiv (ул.Набережно-Крещатицкая, 1) Порошенко прислал Альфу, чтобы забрать Михаила Саакашвили!!! […]

სპეცრაზმის 20 პიკაპი თელავში შევიდა

სპეცრაზმის 20 პიკაპი თელავში შევიდა

გომბორის გზიდან, სპეცრაზმის კუთვნილი 20-მდე „პიკაპის“ ტიპის ავტომობილი თელავში შევიდა. სპეცდანიშნულების ჯგუფები ერთ-ერთ ობიექტზე დაბანაკდნენ. რა მიზანს ემსახურება სპეცდანიშნულების ძალების მობილიზება, ამ დროისთვის უცნობია. ინტერპრესნიუსი

სპეცრაზმმა თელავი გამთენიისას დატოვა

თელავში სპეცრაზმთან მერის მოადგილე გამოიძახეს

გუშინ ღამით, თელავის სპორტსკოლის ტერიტორიაზე განლაგებულმა სპეცრაზმმა ქალაქი გამთენიისას დატოვა. 50-ზე მეტი შეიარაღებული სპეცრაზმელი ალაზნის გამზირის მიმდებარედ იყო დისლოცირებული. რა მიზანს ისახავდა სპეცრაზმის თელავში მობილიზება, ამასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.