ჭდე: სტიქია

გიორგი გაჩეჩილაძე – ”ნენსკრაჰესი აშენებული რომ ყოფილიყო, სვანეთში ეს პრობლემები არ იქნებოდა”

გია გაჩეჩილაძე: "თუ ნარკომომხმარებელს აღმოაჩნდა ნებისმიერი დოზა, ის ნარკორეალიზატორად უნდა ჩაითვალოს"

”ახალი თაობა” მწვანეთა პარტიის ლიდერს, დეპუტატ გიორგი გაჩეჩილაძეს ესაუბრა. – ბატონო გიორგი, ჭუბერში სტიქია რამ გამოიწვია? მეწყერული მოვლენები ნესკრაჰესის მშენებლობასთან ხომ არ არის დაკავშირებული? – მოგეხსენებათ, საქართველო არის მთიანი რეგიონი, რომელიც ძალიან მოწყვლადია სტიქიური მოვლენებისთვის. სტიქიის არეალში მოქცეულია საქართველოს ტერიტორიის 70%. აქ იგულისხმება მეწყერები, წყალდიდობები, ღვარცოფები და ა.შ. მეწყერების არეალში მოქცეულია 3 ათასამდე დასახლებული პუნქტი, […]

სტიქიის ეპიცენტრი ბეჩოში ინაცვლებს – რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

სტიქიის ეპიცენტრი ბეჩოში ინაცვლებს - რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

სტიქიის ეპიცენტრი ჭუბერიდან ბეჩოში ინაცვლებს. მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდები და გზები წაიღო. ასევე შეზღუდულია მოძრაობა მყინვარისა და უშბას მიმართულებით. ტურისტული მარშრუტები დროებით დაკეტილია. მყინვარსა და უშბაზე დარჩენილი ოთხი ტურისტი კი დღეს დილით საცალფეხო ბილიკით გადმოიყვანეს. მოსახლეობა ითხოვს, რომ გეოლოგებმა ადგილი შეისწავლონ და გატარდეს წინასაწარი ღონისძიებები […]

ჭუბერში მდინარემ ფრიდონ ცინდელიანის სახლი დაანგრია – ვიდეო

ჭუბერში მდინარემ ფრიდონ ცინდელიანის სახლი დაანგრია - ვიდეო

მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რომელიც ადგილობრივ ფრიდონ ცინდელიანს ეკუთვნის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჭუბერში სტიქიის შედეგად სულ 21 სახლი დაზიანდა, მათგან 7-9 მძიმე მდგომარეობაშია. imedinews-ის კორესპონდენტის ცნობით, ხეობაში […]

მესტიაში ადიდებული მდინარიდან მაშველებმა მამაკაცი გამოიყვანეს

მესტიაში ადიდებული მდინარიდან მაშველებმა მამაკაცი გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, მესტიაში, სოფელ ბეჩოში, ადიდებულ მდინარეში შესული მამაკაცი წყლიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ამოიყვანეს. ნიუპოსტი

ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ კვლავ მოიმატა – მდინარემ მრავალწლიანი ხე მოგლიჯა

ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ კვლავ მოიმატა - მდინარემ მრავალწლიანი ხე მოგლიჯა

ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ კვლავ მოიმატა. შედეგად დაიტბორა რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი. წყლის დონის მომატების შედეგად, შეიქმნა რამდენიმე ხელოვნური კუნძული, რაც არღვევს მდინარის ჩვეულ კალაპოტს. ასევე წაიქცა მრავალწლოვანი ხეები, რომელთა დიდი ნაწილიც დაგროვილია იმ ადგილას, სადაც მდინარე გაედინება. შესაბამისად, ის წყლის დინებას ხელს უშლის. ადიდებულმა მდინარემ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მრავალწლიანი ხე მოგლიჯა. საგანგებო […]

„მთელი სახლ-კარი წაღებულია, გამოვიქეცით“ – რა ხდება სვანეთში

„მთელი სახლ-კარი წაღებულია, გამოვიქეცით“ - რა ხდება სვანეთში

„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა ადიდებულ ნენსკრაზე გადასვლა და იმ ტერიტორიის გადაღება შეძლო, სადაც ხალხი შველას ითხოვს. ნენსკრას ხეობაში ოკრილას შენაკადთან მთა ჩამოიშალა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა. ამის შემდეგ წყალმა სწრაფად დაიწყო დაგუბება, პარალელურად, მდინარემ კალაპოტი იცვალა. ადიდებულმა მდინარემ სვანეთში სახლები წაიღო, დანგრეულია ხიდები, განადგურებულია ხის საამქროები, ეძებენ და ვეღარ პოულობენ ავტომობილებს. გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში გათიშულია ელექტროენერგია. არსებობს საშიშროება, რომ სტიქია […]

მოსახლეობა ნენსკრას ხეობის სოფლებს ტოვებს და თავს სიმაღლეებს აფარებს

მოსახლეობა ნენსკრას ხეობის სოფლებს ტოვებს და თავს სიმაღლეებს აფარებს

ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ნინო ვიბლიანი “ნიუპოსტთან” ამბობს, რომ 10 თემი, ჭუბერის მთელი ხეობა არის მოწყვეტილი გარესამყაროს. “წაღებულია მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები. მდინარე სოფლის ცენტრში, მთის ჩამოშლა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოსულმა ნალექმა განაპირობა. მოწყდა მთის გარკვეული მასა, რომელმაც ჩახერგა მდინარე, რომელიც შემდეგ ერთბაშად წამოვიდა“, – განაცხადა ვიბლიანმა. ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც […]

“ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის, ცენტრში მოდის მთელი ხეობა” – ჭუბერში ჰესის მშენებლობასთან მთა მოწყდა

"ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის, ცენტრში მოდის მთელი ხეობა" - ჭუბერში ჰესის მშენებლობასთან მთა მოწყდა

სვანეთში სტიქია მძვინვარებს – ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო. დატბორილია მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, რათა ღვარცოფის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდეს. ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ, მთა რამდენიმე […]