ჭდე: სვანეთი

მაშველებმა სვანეთში 1 ფრანგი და 3 გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს

მაშველებმა სვანეთში 1 ფრანგი და 3 გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს

მაშველებმა სვანეთში, ხალდეს მთაში ტურისტები გადაარჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიაში,ხალდეს მთაში ერთი ფრანგი და სამი გერმანელი ტურისტი ითხოვდა დახმარებას. მაშველთა ჯგუფი 4 კაციანი შემადგენლობით დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. სოფელ ხალდეს მახლობლად მთაში ასული ტურისტები ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან […]

სვანეთში მყინვარიდან ყინულის მასა ჩამოიშალა – ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

სვანეთში მყინვარიდან ყინულის მასა ჩამოიშალა  - ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

სვანეთში, ლეხზირის ტერიტორიაზე, მყინვარიდან ყინულის მასა ჩამოიშალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახური, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ადგილობრივების განცხადებით, მყინვარი სწორედ იმ ადგილის სიახლოვეს ჩამოიშალა, სადაც მესტია ჭალაჰესი შენდება და ფიქრობენ, რომ მომხდარის მიზეზიც სწორედ ჰესის მშენებლობაა. „გაჟღერდა რაღაც ინფორმაცია, რომ მდინარემ დაიწია საგრძნობლად, გავიხიზნეთ სოფლიდან, ანუ უბნიდან, ბავშვები გავხიზნეთ ნათესავებში. დიდი ყინულის მასა მოტყდა მყინვარიდან, […]

ამ წუთებში ჭუბერსა და ხაიშში ხმაურია – პოლიცია მოსახლეობას უპირისპირდება

ამ წუთებში ჭუბერსა და ხაიშში ხმაურია - პოლიცია მოსახლეობას უპირისპირდება

ხმაურია ამ წუთებში ხაიშსა და ჭუბერში, სადაც დღეს დილით ფინანსური პოლიცია შევიდა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, სამართალდამცავთა მობილიზებას მოსახლეობაში პროტესტი მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. რაც შეეხება ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიციის მობილიზებას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა.

პოლიციის მობილიზაცია და დაპირიპირება სვანეთში

პოლიციის მობილიზაცია და დაპირიპირება სვანეთში

ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას შესაბ ფინანსური პოლიციის საგამძიებო მოქმედებებს სვანეთში – ხაიშსა და ჭუბერში დაპირიპირება მოქყვა, რის გამოც რაიონში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანა გახდა საჭირო. შსს-ში დამატებითი 1000-ზე მეტი პოიციელის შეყვანას ადასტურებენ თმცა ამ დროპითვის დაკავებული არავინ არის. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ინფორმაცით გამოვლენილია ხე-ტყის მასშტაბური უკანონო მოპოვების ფაქტები, თუმცა დამატებით დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. […]

სვანეთში ხატზე დაიფიცეს – ადგილობრივები ოქროს მოპოვების მასშტაბურ სამუშაოებს არ დაუშვებენ

სვანეთში ხატზე დაიფიცეს - ადგილობრივები ოქროს მოპოვების მასშტაბურ სამუშაოებს არ დაუშვებენ

სვანეთში ახალგაზრდებმა ხატზე დაიფიცეს, რომ მუნიციპალიტეტში ოქროს მოპოვების მასშტაბურ სამუშაოებს არ დაუშვებენ. სოფელ იელში კვირიკეს ტაძართან შეკრებილებმა ოქროს მოპოვების მხოლოდ ძველი წესის შენარჩუნება მოითხოვს. ფიცის თანახმად, თუ ხელისუფლება სვანების ნების წინააღდეგ წავა, მაშინ ახალგაზრდები ფიზიკურად შეეწინააღმდეგებიან მუნიციპალიტეტში ოქროს მოსაპოვებლად სპეცტექნიკის შეყვანას. სვანეთის მდინარეებში ოქროს უკვე საუკუნეებია, ერთი და იმავე წესით მოიპოვებენ. ოქროს მომპოვებელი ჯერ ლოცულობს, […]

გიორგი გაჩეჩილაძე – ”ნენსკრაჰესი აშენებული რომ ყოფილიყო, სვანეთში ეს პრობლემები არ იქნებოდა”

გია გაჩეჩილაძე: "თუ ნარკომომხმარებელს აღმოაჩნდა ნებისმიერი დოზა, ის ნარკორეალიზატორად უნდა ჩაითვალოს"

”ახალი თაობა” მწვანეთა პარტიის ლიდერს, დეპუტატ გიორგი გაჩეჩილაძეს ესაუბრა. – ბატონო გიორგი, ჭუბერში სტიქია რამ გამოიწვია? მეწყერული მოვლენები ნესკრაჰესის მშენებლობასთან ხომ არ არის დაკავშირებული? – მოგეხსენებათ, საქართველო არის მთიანი რეგიონი, რომელიც ძალიან მოწყვლადია სტიქიური მოვლენებისთვის. სტიქიის არეალში მოქცეულია საქართველოს ტერიტორიის 70%. აქ იგულისხმება მეწყერები, წყალდიდობები, ღვარცოფები და ა.შ. მეწყერების არეალში მოქცეულია 3 ათასამდე დასახლებული პუნქტი, […]

„მთელი სახლ-კარი წაღებულია, გამოვიქეცით“ – რა ხდება სვანეთში

„მთელი სახლ-კარი წაღებულია, გამოვიქეცით“ - რა ხდება სვანეთში

„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა ადიდებულ ნენსკრაზე გადასვლა და იმ ტერიტორიის გადაღება შეძლო, სადაც ხალხი შველას ითხოვს. ნენსკრას ხეობაში ოკრილას შენაკადთან მთა ჩამოიშალა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა. ამის შემდეგ წყალმა სწრაფად დაიწყო დაგუბება, პარალელურად, მდინარემ კალაპოტი იცვალა. ადიდებულმა მდინარემ სვანეთში სახლები წაიღო, დანგრეულია ხიდები, განადგურებულია ხის საამქროები, ეძებენ და ვეღარ პოულობენ ავტომობილებს. გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში გათიშულია ელექტროენერგია. არსებობს საშიშროება, რომ სტიქია […]

სვანეთს სტიქია უტევს – ადიდებულმა მდინარემ 4 ხიდი წაიღო

სვანეთს სტიქია უტევს - ადიდებულმა მდინარემ 4 ხიდი წაიღო

ცოტა ხნის წინ ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ, მთა მოწყდა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა. ადგილობრივების თქმით, წყლის დიდმა მასამ წაიღო გზა, ცენტრალური და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე ზომის ხიდი.

ახალგაზრდული მოძრაობა სვანეთის ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას მოითხოვს

ახალგაზრდული მოძრაობა სვანეთის ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას მოითხოვს

სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა რეგიონში ჰესების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს და ამასთან დაკავშირებით Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. მოძრაობის ცნობით, ექსპერტებთან საუბრის შედეგად, დაიდო დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემსრულებელ კომპანიას დარღვევები აქვს. ისინი სახელმწიფოსგან მორატორიუმსა და სვანეთის ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას მოითხოვენ. _ სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის განცხადება… არ აპირებს არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას გამომდინარე იქედან რომ: ვინაიდან,მესტია ჭალა ჰესის მშენებლობის სამუშაოები არის […]

სვანეთში უკრაინის მოქალაქე დაჭრეს

სვანეთში უკრაინის მოქალაქე დაჭრეს

სვანეთში უკარნის მოქალაქე დაჭრეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სვანეთში უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა.არსებული ინფორმაციით, უცხოელი მეზობლებს შორის ჩხუბს შეესწრო, გაშველების დროს კი ერთ-ერთმა მხარემ დანით დაჭრა. როგორც “ნიუპოსტს“ შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.