ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ ცოტნე გამსახურდიამ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქზე: ”ახლახანს ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა 86 წლის ასაკში. კეთილშობილი, მხნე მოხუცი, კარგი ოჯახის ფუძემდებელი, სვანი ვაჟკაცი, რომელსაც უყვარდა სამშობლო და მის სიყვარულში დახარჯვაც შეეძლო და შეცდომების აღიარებაც. რამდენიმე დღეა მე და ჩემი მეგობარი Rati ერთი, დაახლოებით ამავე ასაკის მოხუცის დახმარებას ვაპირებთ საკვებითა და თბილი ტანსაცმლით, რომელსაც […]
ჭდე: ცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია – უკნიდან თუ მიაშტერდი, მაგაზე რამდენია სასჯელი… ამდენ შიგნაკრავს ეშველება რამე…?
ცოტნე გამსახურდია: „წარმომიდგენია როგორ შევძულდები ოთო აბესაძეს და მის ოჯახს, ეს სტატუსი რომ წააკითხათ“
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს: – არავითარი პირადი ანტიპატია არა მაქვს ქრთამზე დაჭერილი ოთარ აბესაძის მიმართ. მეტიც, წარმომიდგენია როგორ შევძულდები მას და მის ოჯახის წევრებს, ეს სტატუსი რომ წააკითხათ. არ გავიხსენებ არც იმ უსინდისო გაპრავებებს, რომელსაც ის ხელისუფლებას უწევდა და აღმოჩნდა – არცთუ უანგაროდ. ნაკომუნისტარო ერო, 25 წელია დედა გვიტირა კორუფციამ […]
ცოტნე გამსახურდია: „უძირო ხვრელია ფეხბურთის ფედერაცია, წელიწადში 265 მილიონს იღებს ბიუჯეტიდან!“
– ხაზგასმით ვიტყვი: ლგბტ პირებზე ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრობის საშუალება და უფლება, და მათი დადანაშაულება თუ სტიგმატიზაცია იმიტომ, რომ “ასეთები” არიან, მიუღებელია! მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, მის უმრავლესობას, გაცილებით უფრო დიდი პრობლემები აქვს დღეს, ვიდრე ამ უმცირესობის არსებობაა. თუმცა: მე პირადად სულ არ ვიცოდი […]
ცოტნე გამსახურდია – ”გაანათლოს თემურ ქორიძე… მოუსმინეთ ამ ვიდეოჩანაწერს, ეს იქნება მისი ყველაზე დიდი პატივისმიგება ამჟამად. და თქვენც ძლიერ გამოგადგებათ”
ცოტნე გამსახურდიამ თემურ ქორიძეს ფეისბუქზე ასეთი პოსტი მიუძღვნა: ”გაანათლოს ბატონი თემური… დიდი წესიერების, კულტურის, შემართების პატრონი, თავმდაბალი და უპრეტენზიო ადამიანი, დაუფასებელი დღევანდელობაში. დღევანდელ მედიასივრცეში, სადაც მხოლოდ ქაჯებსა და გოიმებს აფასებებენ, მათ შაბლონებსა და ინსტინქტებს იზიარებენ და გვაზიარებენ, აზროვნება, იდეალები,პერსპექტივის აღმოჩენა და მასზე მსჯელობა ვის სჭირდება? არ სჭირდება აქ მმართველ, პარაზიტ “ელიტას” განათლებული, მოაზროვნე, კრიტიკული საზოგადოება. […]
ცოტნე გამსახურდია – ქვის ხანაა, ქალიშვილები ვიღაც დეგრადირებულთა ღმურძლვა-ლორწკვის ობიექტები რომ ხდებიან, უმრავლესობა კი მოძალადეთა რიცხვში მოხვედრაზე ოცნებობს
ცოტნე გამსახურდია ქალთა სექსუალური ჩაგვრის თემას ფეისბუქზე ასეთი პოსტით გამოეხმაურა: ”ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ჩემს აზრს ქალთა სექსუალური შევიწროების საკითხზე: დიახ, ფემინიზმი ხშირად გადაჭარბებული სიმძაფრით და მწვავედ საუბრობს ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რაც ჩვენში სულაც არ არის გასაკვირი. ბრმა უნდა იყო,რომ ვერ დაინახო ეს პრობლემები ჩვენ გარშემო, თუ მხოლოდ სუფრაზე ჭიქით ხელში ქალის სადღეგრძელოთი არ შემოიფარგლები. […]
ცოტნე გამსახურდია – “კალაძემ იმიტომ მოიგო, რომ მოსახლეობის უმეტესობა უსარგებლო, უმაქნისი და უმეცარი ბალასტია”
ცოტნე გამსახურდიაკახა კალაძის თბილისის არჩევნებზე გამარჯვება ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქზე ასე შეაფასა: “კახა კალაძემ გაიმარჯვა არა იმიტომ, რომ ქოცებს ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ და თავად რამეს წარმოადგენს პოლიტიკაში, არამედ რადგან თბილისის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის საკუთარი ქალაქისა და ქვეყნისათვის აბსოლუტურად უსარგებლო, უმაქნისი და უმეცარი ბალასტი. მხოლოდ რიცხვები: არჩევნებზე მივიდა 950,000 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 400,000 და აქედან 209,000 ადამიანმა […]
ცოტნე გამსახურდია – ლიკა ქავჟარაძის სწორუპოვარი სილამაზე მისთვის სტიგმად და ტვირთად აქცია ჩვენმა ბრიყვმა საზოგადოებამ
ცოტნე გამსახურდია ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა: “ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა… ალბათ არ იცით, რომ ჩვენ გარე ბიძაშვილები ვიყავით, ბებიაჩემის, მირანდა ფალავანდიშვილის მხრიდან. შეგნებულად არ ვდებ სურათს იმიტომ, რომ მისი სწორუპოვარი სილამაზე მისთვის სტიგმად და ტვირთად აქცია ჩვენმა ბრიყვმა საზოგადოებამ. დიახ, წარმოიდგინეთ, ესეც შეიძლება ძალიან მძიმე იყოს… ახსნის ხასიათზე არ ვარ. შეიძლება ითქვას, რომ მისი […]
ცოტნე გამსახურდია – ყველაზე მეტად თბილისს იცნობს ალექსანდრე ელისაშვილი, ყველაზე სასაცილოა კახა კალაძე
ტელეიმედზე თბილისის მერობის კანდიდატების დებატებს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა: “ვუყურებდი მერობის კანდიდატების დებატებს იმედზე… ვეცდები გადმოგცეთ ძირითადი შთაბეჭდილებანი: ყველაზე მეტად ქალაქი სტკივა, ქალაქს იცნობს: ალექსანდრე ელისაშვილი. ყველაზე კონსტრუქციული და განვითარებაზე ორიენტირებული იყო: გიორგი ვაშაძე. ყველაზე გულწრფელი და გაწონასწორებული გახლდათ: კახა კუკავა. ყველაზე სასაცილო იყო კახა კალაძე. ვერ უპასუხა და თავი აარიდა მის მიმართ დასმულ […]