ჭდე: ავიგდორ ლიბერმანი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი გადადგა

ისრაელში თავდაცვის მინისტრ ლიბერმანზე თავდასხმა აღკვეთეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „დიახ, მე ვტოვებ ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს. უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ უნდა დაგვესრულებინა ჩვენი ქმედებები ღაზას სექტორში. ის დარტყმა, რომელიც ჩვენ ღაზას სექტორში ტერორისტულ ინფრასტრუქტურას მივაყენეთ, ჩემი აზრით, არასაკმარისი იყო. თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩენით არ ვიცი როგორ შევხედავდი თვალებში სამხრეთ ისრაელის მოსახლეობას“, – […]

საქართველოში ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ჩამოვიდა

საქართველოში ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ჩამოვიდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი საქართველოში ვიზიტით პირველად ეწვია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს ლევან იზორიამ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეზერვის სისტემის განვითარების, კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების კუთხით. […]

ავიგდორ ლიბერმანი – ”თუ ირანი თელ-ავივს დაარტყამს, ისრაელი თეირანს დაარტყამს”

ისრაელში თავდაცვის მინისტრ ლიბერმანზე თავდასხმა აღკვეთეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, ისრაელი ირანისგან მომავალ ნებისმიერ საფრთხეს უპასუხებს. – თუ ირანი თელ-ავივს დაარტყამს, ისრაელი თეირანს დაარტყამს და სირიაში ირანის ნებისმიერ სამხედრო ობიექტს გაანადგურებს, რომელიც ისრაელს ემუქრება, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა. ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, „ისრაელი არ არის დაინტერესებული ომით, თუმცა ნებისმიერ ფასს გადაიხდის, რათა თავიდან აიცილოს ირანის სირიაში ყოფნა“. […]

ისრაელში თავდაცვის მინისტრ ლიბერმანზე თავდასხმა აღკვეთეს

ისრაელში თავდაცვის მინისტრ ლიბერმანზე თავდასხმა აღკვეთეს

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ტერაქტი აღკვეთეს, რომლის სამიზნე ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი იყო. ტერაქტს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი“ ამზადებდა. მისი მებრძოლები ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას მინისტრის კორტეჟის გზაზე გეგმავდნენ. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა „შაბაკმა“ 6 პირი დააკავა. დაკავების ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხედროები და პოლიციელები. აღნიშნული დაჯგუფების გამოვლენა და დაკავება ბოლო კვირის განმავლობაში მოხდა, ხოლო […]

ლიბერმანი: ”ქიმიური შეტევის ბრძანება ასადმა გასცა”. სირია ამ ბრალდებას უარყოფს

ლიბერმანი: ”ქიმიური შეტევის ბრძანება ასადმა გასცა”. სირია ამ ბრალდებას უარყოფს

ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღით შეტევის განხორციელების თაობაზე ბრძანება გასცა. „იედიოტ აჰრონოტთან“ ინტერვიუში ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა ორი ქიმიური შეტევა განახორციელეს, რისი ბრძანებაც უშუალოდ ბაშარ ალ-ასადმა გასცა. მისივე თქმით, ის ამაში 100 პროცენტით დარწმუნებულია. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, მან არ იცის, იყო თუ […]