ჭდე: გადადგომა

საქართველოს ელჩი საფრანგეთში თეა კატუკია გადადგა

საქართველოს ელჩი საფრანგეთში თეა კატუკია გადადგა

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა. როგორც კატუკია აცხადებს, გადადგომის თაობაზე მის გადაწყვეტილებას წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა უძღოდა. “ძვირფასო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს მე ვტოვებ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობას. 1-ელ მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე გადადგომის თაობაზე ჩემი განცხადება, რომელიც ძალაში […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე გადადგა – მთელი მენეჯმენტი იცვლება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე გადადგა - მთელი მენეჯმენტი იცვლება

რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა, მან თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამასთან, ლევან გოფოძის ინფორმაციითვე, საავადმყოფოში თანამდებობებს აღარ იკავებენ დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე და კლინიკის კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე. „თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადებით დავტოვე. ბევრი პრობლემა იყო ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ასე ვარჩიე, რომ იყოს უფრო ახალგაზრდობა […]

იაგო ხვიჩია – სოფლის მეურნეობის მინისტრი და პრემიერი უნდა გადადგნენ

იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის შეხვედრა დატოვა - "ისინი მიშას თამაშს თამაშობენ"

“ქართულ ოცნებას” ვურჩევდი, ჰქონდეთ ასეთი წესი გუნდის შიგნით, რომ თუ ასეთ სისულელეს იტყვი, როგორიც იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება, პირადი პასუხისმგებლობის გამო მაინც მიდიოდნენ თანამდებობიდან,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგი ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. იაგო ხვიჩიას თქმით, ამავე პრინციპით თანადებობა უნდა დატოვოს პრემიერ-მინისტრმაც. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი განცხადებები […]

სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსი გადადგა

სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსი გადადგა

პროტესტი სენაკში – საკრებულოს აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა. “მივდივარ წნეხის და ზეწოლის გამო” – თქვა ვეფხია რუსიამ. მან შანტაჟში სამი პოლიტიკური პარტია, ენმ, “ოცნება” და გახარიას პარტია დაადანაშაულა, თუმცა კონკრეტულ ფაქტებზე არ უსაუბრია. ოპოზიცია ამ ნაბიჯს სხდომის ჩაშლის მცდელობად აფასებს, თუმცა აპირებს რომ მმართველი გუნდის ბოიკოტის მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას აპირებენ. სენაკის საკრებულოში თავმჯდომარეს ამ დრომდე […]

ირაკლი კობახიძე – “გომელაურის გადადგომა ნაციონალების ოცნებაა”

ვახტანგ გომელაური - "თავდამსხმელს ფული საქართველოს ბანკმა გადაუხადა"

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სპეკულაცია. „ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომელსაც ასრულება არ უწერია“, – განაცხად ირაკლი კობახიძე კითხვაზე, იმის შესახებ, განიხილება თუ არა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადაყენება.

სომხეთის პრეზიდენტი სარქისიანი გადადგა

სომხეთის პრეზიდენტი სარქისიანი გადადგა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის გადადგომის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სრულიად არაემოციურია და გარკვეული ლოგიკიდან მოდის. “გვაქვს პარადოქსული სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი იძულებულია იყოს სახელმწიფოებრიობის გარანტი, ფაქტობრივად, რეალური ინსტრუმენტების გარეშე. კონსტიტუცია ასევე გულისხმობს ერთი დაწესებულების უპირატესობას მეორეზე, უქმნის დაბრკოლებებს დიასპორის სპეციალისტებს მონაწილეობა მიიღონ ისტორიული სამშობლოს სახელმწიფო ინსტიტუტების მართვაში […]

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი საქართველოსა და უკრაინაზე განცხადებების გამო გადადგა

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი საქართველოსა და უკრაინაზე განცხადებების გამო გადადგა

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი, კაია-ახიმ შენბახი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადებაა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმებს, რადგან ოკუპირებულია. ამის შესახებ მან ინდოეთში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს და მას მხოლოდ იმ პატივისცემის მიღება სურს, რომელსაც ითხოვს და იმსახურებს. შენბახმა საქართველოზეც ისაუბრა და […]

სუდანის პრემიერი გადადგა

სუდანის პრემიერი გადადგა

სუდანის პრემიერ-მინისტრმა აბდალა ჰამდოკმა თანამდებობა დატოვა. მინისტრის გადაგდომის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში უსაფრთხოების ძალებმა კვირას, დედაქალაქთან სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს სამი ადამიანი მოკლეს. მან ასევე შეაქო სუდანელი ხალხი საპროტესტო აქციების დროს „თავისუფლებისა და სამართლიანობის“ მოთხოვნის გადაწყვეტილების გამო და დასძინა, რომ ისინი ნამდვილად მიიღებდნენ უკეთეს მომავალს მათი რევოლუციური ენთუზიაზმით. 25 ოქტომბერს […]

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გადადგა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გადადგა

“პირველი არხის” ინფორმაციით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა. ის მინისტრის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა და დევნილების თემას კურირებდა. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის დეკემბერში დატოვა. ის ზურაბ აზარაშვილმა შეცვალა. მთავარი

ეკატერინე ტიკარაძე გადადგა

ეკატერინე ტიკარაძე გადადგა

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ  მან “ქართული ოცნების” ოფისში რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მისი თქმით, ის საქმიანობას “ქართულ ოცნებაში” გააგრძელებს და პოლიტსაბჭოს წევრი იქნება.