სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსი გადადგა

სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსი გადადგაპროტესტი სენაკში – საკრებულოს აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა. “მივდივარ წნეხის და ზეწოლის გამო” – თქვა ვეფხია რუსიამ.

მან შანტაჟში სამი პოლიტიკური პარტია, ენმ, “ოცნება” და გახარიას პარტია დაადანაშაულა, თუმცა კონკრეტულ ფაქტებზე არ უსაუბრია. ოპოზიცია ამ ნაბიჯს სხდომის ჩაშლის მცდელობად აფასებს, თუმცა აპირებს რომ მმართველი გუნდის ბოიკოტის მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას აპირებენ.

სენაკის საკრებულოში თავმჯდომარეს ამ დრომდე ვერ ირჩევენ. ხმების უმრავლესობა  ოპოზიციას აქვს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტების თქმით, “ქართული ოცნება” პროცედურული ომით სხდომების ჩაშლას ახერხებს, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარემ რამდენიმე თვეა ქალაქს არ ჰყავს.

ამ წუთებში საკრებულოს სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

ტვ პირველი