ჭდე: დავიდე ასტორი

დავიდე ასტორის სიკვდილი ექიმებს დაბრალდათ

"ფიორენტინას" კაპიტანი დავიდე ასტორი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

ფიორენტინას მცველი დავიდე ასტორი 4  მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა ასტორის გულის პრობლემები ადრეც აწუხებდა, მაგრამ ფიორენტინას ექიმებმა ეს პრობლემა ვერ აღმოაჩინეს, ან შეგნებულად დახუჭეს მასზე თვალი. იტალიის პროკურატურამ შესაძლოა მათ ბრალდებაც წაუყენოს, რადგან ექიმებს შეეძლოთ რომ ასტორის სიკვდილი თავიდან აეცილებინათ. ფიორენტინას ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

დავიდე ასტორის სიკვდილის მიზეზი ცნობილი გახდა

"ფიორენტინას" კაპიტანი დავიდე ასტორი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

ფიორენტინას ფეხბურთელი დავიდე ასტორი ტაქიკარდიული შეტევის გამო გარდაიცვალა. ეს მას შემდეგ გაირკვა რაც ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. შეგახსენებთ რომ ასტორი უდინეში, 4 მარტს ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, რის შემდეგაც იმ ტურის ყველა შეხვედრა გადაიდო. აღმოჩნდა რომ ასტორისთან ერთად ვინმე რომ ყოფილიყო ოთახში მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა. ასტორის გარდაცვალებამ ფიორენტინაზე დიდი გავლენა მოახდინა და ყველა ფეხბურთელმა […]

დავიდე ასტორი გულის შეტევით გარდაიცვალა

"ფიორენტინას" კაპიტანი დავიდე ასტორი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

ფიორენტინას კაპიტნის დავიდე ასტორის  გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ამის შესახებ უდინეს პროკურორმა გააკეთა განცხადება. შეგახსენებთ რომ ასტორი სწორედ უდინეში გარდაიცვალა, სადაც ის შეხვედრის ჩასატარებლად იყო ჩასული თავის გუნდთან ერთად. დავიდეს გულის შეტევა ძილის დროს მოუვიდა და მან გაღვიძება ვეღარ შეძლო. ამ ფაქტის ირგვლივ იტალიაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი და ასტორის სიკვდილს უამრავი ფეხბურთელი და მწვრთნელი […]

“ფიორენტინას” კაპიტანი დავიდე ასტორი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

"ფიორენტინას" კაპიტანი დავიდე ასტორი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

იტალიაში ტრაგედია მოხდა. კვირა დილას ფიორენტინას კაპიტანი დავიდე ასტორი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ასტორი თავის გუნდთან ერთად უდინეში იმყოფებოდა, სადაც ფიორენტინას უდინეზესთან სტუმრად უნდა ეთამაშა. ბუნებრივია, ეს შეხვედრა გადაიდო, ისევე როგორც სხვა შეხვედრები და დღეს იტალიაში არცერთი მატჩი არ ჩატარდება. ასტორი 31 წლის იყო და კარიერაში მას ბევრ იტალიურ კლუბში ჰქონდა ნათამაშები. ჯერჯერობით უცნობია, რა […]