“ფიორენტინას” კაპიტანი დავიდე ასტორი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

"ფიორენტინას" კაპიტანი დავიდე ასტორი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვესიტალიაში ტრაგედია მოხდა. კვირა დილას ფიორენტინას კაპიტანი დავიდე ასტორი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

ასტორი თავის გუნდთან ერთად უდინეში იმყოფებოდა, სადაც ფიორენტინას უდინეზესთან სტუმრად უნდა ეთამაშა. ბუნებრივია, ეს შეხვედრა გადაიდო, ისევე როგორც სხვა შეხვედრები და დღეს იტალიაში არცერთი მატჩი არ ჩატარდება.

ასტორი 31 წლის იყო და კარიერაში მას ბევრ იტალიურ კლუბში ჰქონდა ნათამაშები.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.