ჭდე: ვარძია

ვარძიაში ლოდები ჩამოცვივდა

ვარძიაში ლოდები ჩამოცვივდა

სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები). თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით. მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.

ვარძიაში 57 წლის ნ.ბ. მოკლეს – დაკავებულია 30 წლის ვ.კ.

ვარძიაში 57 წლის ნ.ბ. მოკლეს - დაკავებულია 30 წლის ვ.კ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, […]

„ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს…”

„ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს..."

ჟურნალისტი და “საყდრისის დაცვის კომიტეტის” წევრი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მიქიაშვილის თქმით ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ისეთი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ ამ ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ვარძიამ ბაგრატის ბედი შეიძლება გაიზიაროს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოვარდნის კანდიდატი გახდეს: „ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს – ვარძიის ძირში მძიმე ტექნიკა მუშაობას! “ქართუ ჯგუფის” დაფინანსებით მესხური ტერასების […]