ვარძიაში ლოდები ჩამოცვივდა

ვარძიაში ლოდები ჩამოცვივდასსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები).

თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით.

მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.