ჭდე: ვლადიმერ ბორცვაძე

ვლადიმერ ბორცვაძე შს მინისტრის მოადგილეობიდან მოხსნეს

ბორცვაძე - "კონფლიქტში გიორგი შაქარაშვილის მონაწილეობა არ იკვეთება"

ვლადიმერ ბორცვაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა – შსს-ში “მთავარს” უთხრეს, რომ ბორცვაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ის გაუშვეს. მიზეზი სავარაუდოდ ის გახდა, რომ ბორცვაძე გიორგი გახარიას კადრად მოიაზრებოდა. ვლადიმერ ბორცვაძე შს მინისტრის მოადგილედ 2019 წლის თებერვალში დაინიშნა. იქამდე ის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

“ბადრი ესებუა არც დაგვიჭერია და არც გაგგვქცევია” – ბორცვაძის განცხადება

ბორცვაძე - "კონფლიქტში გიორგი შაქარაშვილის მონაწილეობა არ იკვეთება"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და შემდეგ გაექცა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ესებუას დააკავებენ, საზოგადოება უწყებისგან დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას. „უტიფრად სიცრუის ტირაჟირება და გავრცელებაა ის, რომ თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია ეს ყველაფერი, არ შეესაბამება […]

ბორცვაძე – “კონფლიქტში გიორგი შაქარაშვილის მონაწილეობა არ იკვეთება”

ბორცვაძე - "კონფლიქტში გიორგი შაქარაშვილის მონაწილეობა არ იკვეთება"

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა. როგორც მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განმარტა, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი, დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით […]

რუსეთის მოქალაქე თბილისში ნარკოტიკებს ფოტოს უღებდა და ორგანიზატორს უგზავნიდა

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავეს - პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალ სქემას მიაგნო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე ფაქტი აღკვეთა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განცხადა. როგორც ბორცვაძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი გახსნეს და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის […]

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავეს – პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალ სქემას მიაგნო

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავეს - პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალ სქემას მიაგნო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, პოლიციამ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა – დაკავებულია 5 პირი, ასევე ჰეროინის რეალიზაციის ფაქტზე ფონიჭალაში სამი ნარკორეალიზატორი და ერთი პირი ნარკოდანაშაულისთვის. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის […]

ზაზა სარალიძემ შსს დატოვა – ”ბორცვაძე დამპირდა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება”

ზაზა სარალიძემ შსს დატოვა - ”ბორცვაძე დამპირდა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება”

ზაზა სარალიძემ შსს-ს შენობა დატოვა. მოკლული დავით სარალიძის მამამ საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათი გაატარა. მას უწყების წარმომადგენლებმა ხელახალი გამოძიების შედეგები და მოპოვებული ახალ მტკიცებულებები გააცნეს. გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელისგან, ვლადიმერ ბორცვაძისგან, მიიღო პირობა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება. ზაზა სარალიძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში მისი შვილის მკვლელობის საქმეზე […]

ვლადიმერ ბორცვაძე – ”დავით კირკიტაძე 353-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული. ბრალდებულთა წრე გაფართოვდება”

ვლადიმერ ბორცვაძე - ”დავით კირკიტაძე 353-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული. ბრალდებულთა წრე გაფართოვდება”

ინაუგურაციის გამართვამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა, რა დროსაც მათი მხრიდან ღიად გაკეთდა განცხადებები ინაუგურაციის ჩაშლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ზემოაღნიშნულის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ინაუგურაციაზე მოწვეული იყო 1.800 სტუმარი, მათ შორის უცხოეთიდან მაღალი რანგის სტუმრები, პოლიციამ […]

შსს – საფრანგეთში 2 ქართველი კანონიერი ქურდი და 8 პირი დააკავეს

შსს - საფრანგეთში 2 ქართველი კანონიერი ქურდი და 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით საფრანგეთში 2 ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ორგანიზებული დაჯგუფების 8 წევრი დააკავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს […]

ვლადიმერ ბორცვაძე – “ზვიად გელბახიანი არ გვიცემია… ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია” – შსს-მ პირველი კომენტარი გააკეთა – ვიდეო

ვლადიმერ ბორცვაძე - "ზვიად გელბახიანი არ გვიცემია... ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია" - შსს-მ პირველი კომენტარი გააკეთა - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით ჩატარებული სპეცოპერაციების დეტალებზე პირველი ოფიციალური განმარტება გააკეთა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის, განცხადებით, ბოლო პერიოდში ახალგაზრდების გარდაცვალება კლუბებში ვიზიტის შემდეგ დაფიქსირდა. – სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ყველა გახდით ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალების მოწმე. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი მოხდა კლუბებში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების […]

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა – პროკურორი პოლიციაში გადავიდა

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა - პროკურორი პოლიციაში გადავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ვლადიმერ ბორცვაძე 2006-2018 წლებში საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2016-2018 წლებში იგი საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო […]