ჭდე: თბილისის მეტრო

თბილისის მეტრო რუსული Метровагонмаш-ისგან 49 მლნ ევროდ ახალ ვაგონებს იყიდის

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

რუსულმა Метровагонмаш-მა გაიმარჯვა EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის მიერ ახალი ვაგონების შესყიდვას შეეხებოდა. პროექტს თბილისის მერია და “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” სწორედ EBRD-ისგან მოზიდული კრედიტით აფინანსებენ და მის ფარგლებში ახალი ვაგონების შესყიდვასთან ერთად, დეპოს და საბურთალოს ხაზის დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციაც უნდა მოხდეს. თბილისის მერიამ BMG-სთან დაადასტურა ტენდერში Метровагонмаш-ის გამარჯვება, რომელიც დედაქალაქს 49,190,000 ევროს ღირებულების […]

“ამ გაუსაძლის მდგომარეობას კიდევ ხალხის დამატება სჭირდება?“ – თბილისის მეტრო დღეს

"ამ გაუსაძლის მდგომარეობას კიდევ ხალხის დამატება სჭირდება?“ - თბილისის მეტრო დღეს

ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გადაღებული ფოტო, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ფეისბუქგვერდ “ჩემი ქალაქი მკლავს”-ზე ავრცელებს, თბილისის მეტროშია გადაღებული. “ამ გაუსაძლის მდგომარეობას კიდევ ხალხის დამატება ჭირდება? ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართონ და შემდეგ მეც ვუერთდები კამპანიას – ვიაროთ ფეხით. მთავარია 21:00 საათზე კომენდატია და აღარ ვნერვიულობ,” – წერს ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის მეტროში მატარებელი დაზიანდა

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, დღეს, 10:00 საათიდან 10:15 საათამდე, მატარებლები მოძრაობდნენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“, ხოლო მს „დიდუბიდან“ მს „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობა შეფერხებული იყო მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო. მგზავრთა მომსახურება პირველ ხაზზე განახლდა სრულად მას შემდეგ, რაც დაინიშნა დამხმარე მატარებელი და დაზიანებული მოძრავი შემადგენლობა გადაყვანილ იქნა ჩიხში.

თბილისის მეტროს მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა – შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. დედაქალაქის მერიის განმარტებით, ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეწყდა. მერიაში არ დააკონკრეტეს, თუ რა სახის ხარვეზზეა საუბარი ან რა ვითარებაში შეიქმნა პრობლემა. შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს მეორე ხაზზე მგზავრებს რამდენიმე წუთის განმავლობაში სადგურზე ჩასვლის საშუალებას […]

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია. მგზავრებს სადგურ სადგურ “ტექნიკურ უნივერსიტეტში” ჩასვლის საშუალებას არ აძლევენ. აღნიშნული სადგურიდან ამოსული მგზავრები კი ამბობენ, რომ მატარებლები არ მოძრაობენ. „ინტერპრესნიუსი“ მიზეზის გარკვევას ცდილობს.

თბილისის მეტროში მთვრალმა მამაკაცმა პირსინგიანი გოგონას ცემა სცადა – ვიდეო

თბილისის მეტროში მთვრალმა მამაკაცმა პირსინგიანი გოგონას ცემა სცადა - ვიდეო

თბილისის მეტროში მთვრალმა მამაკაცმა პირსინგიანი გოგონას ცემა სცადა. ამის შესახებ ვიდეოს თაკო ნადირაძე აქვეყნებს. ნიუპოსტი https://www.facebook.com/nadiradze.tako/videos/2383709201699080/

თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება

თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება

თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება – ამის შესახებ მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის” გამგეობის თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია და მათ მიერ დაყენებული საკითხის მოგვარება ხელფასების 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოხდება. მისი განცხადებით, თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა აიღო რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება. ამ გადაწყვეტილებამდე კი გვიან ღამით რატი კაპანაძე თბილისის მერიაში ვიცემერსა […]

თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს დაემუქრა

თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს დაემუქრა

დედაქალაქის მერის მოადგილე აცხადებს, რომ მემანქანეებმა გაფიცვით დაარღვიეს, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე კომპანიის შიდა განაწესი.ირაკლი ხმალაძე გაფუცულების მიმართ სამართლებრივი და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენებაზე საუბრობს. „ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი იყო ეს უკანონო აქტი მათი მხრიდან, რომელსაც დღეს მიმართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ ჰქონდათ ამ უფლების რეალიზება დროებით შეზღუდული დავის განმავლობაში, ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანებმა მაინც […]

თბილისის მეტრო შეიძლება გაჩერდეს – 300 თანამშრომელი გაფიცვას აპირებს

თბილისის მეტრო შეიძლება გაჩერდეს - 300 თანამშრომელი გაფიცვას აპირებს

თბილისის მეტროპოლიტენის 300-მდე თანამშრომელი, რომელთა ძირითად ნაწილსაც მემანქანეები წარმოადგენს, შესაძლოა, გაიფიცოს. ამის შესახებ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის “ერთობა 2013”-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ განაცხადა. ინფორმაციას Allnews.ge ავრცელებს. სწორედ ამ კავშირის წევრები არიან ის თანამშრომლები, რომლებიც ხელფასის გაზრდის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაფიცვას გეგმავენ. – ჩვენი მოთხოვნაა ხელფასის 45%-ის მომატება, ეს იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში თითოეულმა ჩვენგანმა განიცადა. კერძოდ, რა […]