თბილისის მეტროში მატარებელი დაზიანდა

თბილისის მეტროში მატარებელი დაზიანდათბილისის მეტროს პირველ ხაზზე, დღეს, 10:00 საათიდან 10:15 საათამდე, მატარებლები მოძრაობდნენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“, ხოლო მს „დიდუბიდან“ მს „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობა შეფერხებული იყო მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო.
მგზავრთა მომსახურება პირველ ხაზზე განახლდა სრულად მას შემდეგ, რაც დაინიშნა დამხმარე მატარებელი და დაზიანებული მოძრავი შემადგენლობა გადაყვანილ იქნა ჩიხში.