ჭდე: ლილოს ბაზრობა

ხანძარი ლილოს ბაზრობაზე – დაიწვა 60 კვ. მ ფართობი

ხანძარი ლილოს ბაზრობაზე - დაიწვა 60 კვ. მ ფართობი

ლილოს ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. “ხანძარი გაუჩნდა მაღაზიებს. რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო 11 სახანძრო ბრიგადა. არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე გვერდით არსებულ მაღაზიებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძრის მალევე ლოკალიზება მოხდა. დამწვარი არის 60 კვადრატამდე. დაშავებული არავინაა. ხანძრის […]

ლილოს ბაზრობასთან მანქანამ 61 წლის ქალი გაიტანა – ქალი ადგილზე დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ლილოს ბაზრობასთან ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 61 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლილოს ბაზრობაზე მანქანის დაყენება 3 ლარი ხდება

ლილოს ბაზრობაზე მანქანის დაყენება 3 ლარი ხდება

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა და მანქანის დაყენება 3 ლარი დაგიჯდებათ. ცვლილება 1 მაისიდან ამოქმედდება. ავტომანქანის მფლობელებს სიახლის შესახებ ადმინისტრაციამ უკვე აცნობა. შესაბამისი ინფორმაცია ბაზრობის შესასვლელთან არის განთავსებული. ლილოს ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია საქართველოში. ბაზრობის ავტოსადგომზე  დღის განმავლობაში რამდენიმე ათასი ავტომანქანა შედის. ინფორუსთავი