ხანძარი ლილოს ბაზრობაზე – დაიწვა 60 კვ. მ ფართობი

ხანძარი ლილოს ბაზრობაზე - დაიწვა 60 კვ. მ ფართობილილოს ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

“ხანძარი გაუჩნდა მაღაზიებს. რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო 11 სახანძრო ბრიგადა. არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე გვერდით არსებულ მაღაზიებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძრის მალევე ლოკალიზება მოხდა. დამწვარი არის 60 კვადრატამდე. დაშავებული არავინაა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს”,- განაცხადა კერესელიძემ.

იპნ