ჭდე: მუშის გადმოვარდნა

ქუთაისში შსს-ს მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში შსს-ს მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. დაზარალებული სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა. სამშენებლო კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის, ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი  განმარტებით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება. ცოტნე ბარბაქაძე აცხადებს, რომ მუშას იმ დროისთვის სამსახურეობრივი დავალება არ ჰქონდა და […]

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. დაშავებული მძიმე დაზიანებებით საავამდყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. იპნ

“პანორამა თბილისის” მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

"პანორამა თბილისის" მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

პანორამა თბილისის მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 30 წლის ახალგაზრდას ფეხი აქვს მოტეხილი. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რუსთავი 2

თბილისში ნუცუბიძეზე მე-9 სართულიდან 53 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან 53 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი მშენებარე კორპუსში მუშა იყო. შემთხვევა 14 მარტს მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის […]

კომპანია “სვეტის” მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

კახეთის გზატკეცილზე მანქანა ამოტრიალდა - მისი მძღოლი დაიღუპა

კომპანია “სვეტის” მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. სამშენებლო სამუშაოები ადგილზე ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. რამდენადაც ცნობილია, გარდაცვლილი მუშა ობიექტზე სამშენებლო იარაღების ასაღებად მივიდა.

ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 35 წლის კაცი ჩამოვარდა

ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 35 წლის კაცი ჩამოვარდა

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, მშენებარე სტადიონიდან 35 წლამდე კაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს მრავლობითი დაზიანება აქვს და ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცს დაზიანებული აქვს ფილტვი და ნეკნები, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ. მშენებელი კომპანია „ანაგის“ ინფორმაციით, დაშავებული მშენებლობაზე ხელოსნად მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის […]

ბათუმში ამწედან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში ამწედან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში, მშენებარე კორპუსის ამწედან 25 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩამოვარდა და დაშავდა. შემთხვევა, 26 მაისის ქუჩის 45 ნომერში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა შემთხვევის შედეგად, ხელი დაიზიანა. დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. […]

თემქაზე მშენებლობიდან 27 წლის მუშა გადმოვარდა – ის საავადმყოფოში გარდაიცვალა

თემქაზე მშენებლობიდან 27 წლის მუშა გადმოვარდა - ის საავადმყოფოში გარდაიცვალა

თემქაზე, მშენებარე ნაგებობის მეორე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. უგონო მდგომარეობაში 27 წლის მუშა საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც ირკვევა, დაშავებულს შემთხვევისას ჩაფხუტი და უსაფრთხიების ქამარი არ ეკეთა. ნიუპოსტი

ქუთაისში მშენებლობაზე 60 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ქუთაისში მშენებლობაზე 60 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ქუთაისში ხახანაშვილის ქუჩაზე, სასტუმროს მშენებლობაზე 60 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სიმაღლიდან გადმოვარდა. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს გულის შეტევა დაემართა, რის შემდეგაც სიმაღლიდან ჩამოვარდა. გარდაცვლილის ახლობლები ექსპერტიზის დასკვნას დაელოდებიან. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ზუსტი ინფორმაცია ცნობილი, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე […]