თემქაზე მშენებლობიდან 27 წლის მუშა გადმოვარდა – ის საავადმყოფოში გარდაიცვალა

თემქაზე მშენებლობიდან 27 წლის მუშა გადმოვარდა - ის საავადმყოფოში გარდაიცვალათემქაზე, მშენებარე ნაგებობის მეორე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. უგონო მდგომარეობაში 27 წლის მუშა საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, დაშავებულს შემთხვევისას ჩაფხუტი და უსაფრთხიების ქამარი არ ეკეთა.

ნიუპოსტი