ჭდე: პოლიცია

თბილისი პრაიდის გვერდით პოლიცია დგას

თბილისი პრაიდის გვერდით პოლიცია დგას

თბილისში, ტერიტორიაზე, სადაც “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში, პირველი ღონისძიება უნდა გაიმართოს, უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია. როგორც “ინტერპრესნიუსს” “თბილისი პრაიდის” წარმომადგენელმა, მარიამ კვარაცხელიამ განუცხადა, დღევანდელ ღონისძიებაზე დაგეგმილია ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება სახელწოდებით “სველი ქვიშა”. მისივე განმარტებით, ჩვენებას დაესწრებიან მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. ღონისძიებაზე უკვე მივიდა საქართველოში საფრანგეთის ელჩი. “პრაიდის კვირეული სამი ღონისძიებისგან შედგება. პირველი ღონისძიებაზე გაიმართება […]

ბორჯომის მუშებს პოლიცია დაუპირისპირდა

ბორჯომის მუშებს პოლიცია დაუპირისპირდა

ხმაური ბორჯომის ქარხანასთან – პოლიცია პროტესტის მონაწილეებს დაუპირისპირდა. სიტუაცია ადგილზე დილიდან  რამდენჯერმე დაიძაბა. სამართლდამცველებმა ქარხნის ტერიტორიიდან “ბორჯომის”  ქარხნის ტრაილერის მძღოლების განრიდება სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ბორჯომის N 1 ჩამომსხმელი ქარხანასთან ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია, თუმცა ადგილზე  სამართალდამცველების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა რჩება. ბორჯომის ქარხნის მუშათა პროტესტი კი გრძელდება. მათი მოთხოვნა არ იცვლება-სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის 25%-იანი […]

“პოლიციელებმა სახეში გამარტყეს” – გიორგი მჟავანაძემ პროკურატურას მიმართა

"პოლიციელებმა სახეში გამარტყეს" - გიორგი მჟავანაძემ პროკურატურას მიმართა

მოძრაობა “სირცხვილია” დირექტორი, გიორგი მჟავანაძე, სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობის გამოძიების მოთხოვნით დღეს პროკურატურას მიმართავს. სამოქალაქო აქტივისტი სასამართლომ გუშინ დარბაზიდან გაათავისუფლა. მჟავანაძე ამბობს, რომ მას რამდენიმე პოლიციელი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დააკავა. “მივედი პოლიციის განყოფილებაში, რადგან თვითონ დამიკავშირდნენ, მე არ ვიცოდი იმ პოლიციელის სახელი და გვარი, რომელმაც დამირეკა და მთხოვა პოლიციაში მისვლა. […]

პოლიციამ რეგიონებში იარაღი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ რეგიონებში იარაღი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცველებმა კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 3 პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 3 პირი. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს […]

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო – 8 პირია დაკავებული

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო - 8 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 8 პირი. საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, […]

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო – დაკავებულია 6 პირი

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში, წარსულში […]

პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 და მხილებულია 1 პირი

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისსა და რეგიონებში, ბოლო დროს ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდითა და 8 ვაზნით, ასევე, დრაიზეს  ფირმის პისტოლეტი, მჭიდითა და […]

პოლიციამ იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის 12 პირი დააკავა

პოლიციამ იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის 12 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტები აღკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის პოლიციის […]

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ი.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. რაც შეეხება მეორე პირს, 1989 წელს […]

პოლიციამ დიდძალი იარაღი ამოიღო და 9 პირი დააკავა

პოლიციამ დიდძალი იარაღი ამოიღო და 9 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი,­ ასევე საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 9 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული დ.ბ.,1979 წელს დაბადებული გ.ო,1963 წელს დაბადებული ზ.ს., 1985 წელს დაბადებული ბ.თ., 1983 წელს დაბადებული ი.ს., 1984 წელს დაბადებული რ.გ., 1957 წელს დაბადებული ო.დ., 1995 წელს დაბადებული ი.მ. და 1986 წელს დაბადებული […]