ბორჯომის მუშებს პოლიცია დაუპირისპირდა

ბორჯომის მუშებს პოლიცია დაუპირისპირდახმაური ბორჯომის ქარხანასთან – პოლიცია პროტესტის მონაწილეებს დაუპირისპირდა. სიტუაცია ადგილზე დილიდან  რამდენჯერმე დაიძაბა. სამართლდამცველებმა ქარხნის ტერიტორიიდან “ბორჯომის”  ქარხნის ტრაილერის მძღოლების განრიდება სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ბორჯომის N 1 ჩამომსხმელი ქარხანასთან ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია, თუმცა ადგილზე  სამართალდამცველების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა რჩება.

ბორჯომის ქარხნის მუშათა პროტესტი კი გრძელდება. მათი მოთხოვნა არ იცვლება-სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის 25%-იანი ზრდა, აგრეთვე იმ 50 თანამშრომლის დაბრუნება სამსახურში, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

გაფიცვის მეოთხე დღე- მუშები საპროტესტო ტალღის შეჩერებას მანამდე არ აპირებენ, სანამ ქარხნის ადმინისიტრაცია მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.

ტვ პირველი