ჭდე: რუსთავი-თბილისის მაგისტრალი

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მინივენმა 50 წლის მამაკაცი გაიტანა და მოკლა – ვიდეო

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მინივენმა 50 წლის მამაკაცი გაიტანა და მოკლა - ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მინივენი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, ავტობანზე ქვეითს დაეჯახა. შეჯახების შედეგად 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით მამაკაცი ჩქაროსნულ მაგისტრალზე ფეხით გადაადგილდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ბმვ-მ ქვეითი გაიტანა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ბმვ-მ ქვეითი გაიტანა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. თვითმხილველების თქმით, “ბეემვე”-ს მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 50 წლამდე მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით ქვეითი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ისე ავტობანზე გადაადგილდებოდა.

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ფორდი ტოიოტას დაეჯახა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ფორდი ტოიოტას დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, სასტუმრო ვეჯინთან. ერთმანეთს ჯიპის ტიპის “ფორდის” მარკის და “ტოიოტას” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, 1 პაციენტი კლინიკა რუსთავში, ხოლო 2 ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ინფორუსთავი