რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მინივენმა 50 წლის მამაკაცი გაიტანა და მოკლა – ვიდეო

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მინივენმა 50 წლის მამაკაცი გაიტანა და მოკლა - ვიდეოავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მინივენი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, ავტობანზე ქვეითს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი ჩქაროსნულ მაგისტრალზე ფეხით გადაადგილდებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.