ჭდე: საბურთალოს სასაფლაო

ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ანჩისხატის ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ზურაბ დოიჯაშვილის მეგობრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახი კალაძეც. ზურაბ დოიჯაშვილი ანჩისხატის ტაძრიდან ტაშით გააცილეს. შეგახსენებთ, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ის ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კანონიერი ქურდი კახა ფარფალია საბურთალოს კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს

კანონიერი ქურდი კახა ფარფალია საბურთალოს კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს

გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ კახა ფარფალია შაბათს, საბურთალოს კერძო სასაფლაოზე, საქართველოში წამებულ წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. კრიმინალური „ავტორიტეტის“ საფლავი გრანდიოზული „ვენოკებით“ შეამკეს და თუ წარწერებით ვიმსჯელებთ, სარიტუალო ყვავილების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მყოფმა ახლობლებმა შეუკვეთეს. „მთაწმინდის საძმოსგან“, „საყვარელ ძმას ნიკუშასგან“, – ამ და სხვა რუსულენოვანი წარწერებით და ე.წ. ქურდული სიმბოლიკით იყო გაფორმებული გვირგვინები, რომლებიც კახა ფარფალიას […]

გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მომღერალი გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი ამაღლების ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდზე თბილისის მერი კახა კალაძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, სხვა პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები მივიდნენ. მომღერალი გიო ხუციშვილი 11 ივნისს გარდაიცვალა. 29 მაისს ფილარმონიაში მის პატივსაცემად კონცერტი გაიმართა, კონცერტის შემდეგ კი საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.  გარდა საესტრადო კარიერისა, გიო ხუციშვილი მონაწილეობდა ათამდე ფილმში.

ბაადურ წულაძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

ბაადურ წულაძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

ქართველ მსახიობს, კინორეჟისორსა და სცენარისტს ბაადურ წულაძეს 17 მაისს, 15:00 საათზე, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. მსახიობს საბურთალოს სასაფლაოზე, გივი ბერიკაშვილისა და დიმა ჯაიანის გვერდით დაკრძალავენ.  მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე 83 წლისა მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ბაადურ წულაძე დაიბადა ბათუმში. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი  ა. დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით (1961), სადიპლომო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ჯილდო”. პირველად როგორც მსახიობი […]