ჭდე: საქმის აღძვრა

“აფხაზეთს საქართველოში ვხედავ” – სოხუმმა დაურ ბუავაზე საქმე აღძრა

"აფხაზეთს საქართველოში ვხედავ" - სოხუმმა დაურ ბუავაზე საქმე აღძრა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა, 28 წლის ბლოგერის, დაურ ბუავას წინააღმდეგ “სახელმწიფო ღალატის” მუხლით საქმე აღძრა. მიზეზი გადაღებული ვიდეო გახდა, სადაც ის ქართულ-აფხაზურ მეგობრობაზე საუბრობს. დე ფაქტო რეჟიმის “უსაფრთხოების სამსახური” თვლის, რომ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობს, “საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება”. “მე მიმყავდა ეთერი ტიკტოკის საკუთარ […]

პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ საქმე აღძრა

პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ საქმე აღძრა

გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. შესაბამისი განცხადება უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. წერეთელი ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით გენერალურ პროკურატურაში დღეს არის დაბარებული. საქმე ეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და […]

პოროშენკოს წინააღმდეგ საქმე აღძრეს

პოროშენკომ ზელენსკის შეთავაზება მიიღო - დებატები კიევის სტადიონზე გაიმართება

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეს იძიებს. როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, შესაძლოა, ამ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორი იყოს ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. გამოცემისვე ინფორმაციით, საქმე 2018 წელს მალდივის კუნძულებზე საშობაო არდადეგების გატარებას ეხება. პოროშენკოსთან ერთად კერძო თვითმფრინავით კიდევ შვიდმა პირმა იმოგზაურა. გამოძიების ბიუროს ეჭვი აქვს, რომ ამ ადამიანებმა საზღვარი ყალბი დოკუმენტებით […]

შსს-მ ზვიად კუპრავას წინააღმდეგ საქმე აღძრა

"თინა ხიდაშელის ძმამ გვითხრა, რომ იგეგმება ზაზა სარალიძის დაჭრა" - ზვიად კუპრავა შს მინისტრს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად კუპრავას მიმართ საქმე აღძრა. „2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.