ჭდე: საჩინო

“ტრაქტორს საბურავი მოძვრა, ამოყირავდა და 52 წლის ქალი მოიყოლა” – ავარიას საჩინოში მსხვერპლი მოჰყვა

"ტრაქტორს საბურავი მოძვრა, ამოყირავდა და 52 წლის ქალი მოიყოლა" - ავარიას საჩინოში მსხვერპლი მოჰყვა

წალენჯიხის სოფელ საჩინოში უბედურ შემთხვას შუა ხნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” სოფლის რწმუნებულმა ანზორ შეროზიამ განუცხადა, ტრაქტორი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. “მეზობელს მიჰყავდა ტრაქტორით რამდენიმე ქალი თხილის მოსაგროვებლად, როდესაც უკანა საბურავი მოძვრა, ამოყირავდა და ქვეშ მოექცა 52 წლის ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულებიც არიან, მათ სიცოცხლეს […]

წალენჯიხის ტყეში 19 წლის ბიჭი მოკლული იპოვეს

რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი რუხის ციხესთან გაქურდეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში 19 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის სანადიროდ იყო წასული. გარდაცვლილს ჭრილობა თოფის გასროლის შედეგად აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, მას იარაღი გაუვარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. იმედინიუსი