“ტრაქტორს საბურავი მოძვრა, ამოყირავდა და 52 წლის ქალი მოიყოლა” – ავარიას საჩინოში მსხვერპლი მოჰყვა

"ტრაქტორს საბურავი მოძვრა, ამოყირავდა და 52 წლის ქალი მოიყოლა" - ავარიას საჩინოში მსხვერპლი მოჰყვაწალენჯიხის სოფელ საჩინოში უბედურ შემთხვას შუა ხნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” სოფლის რწმუნებულმა ანზორ შეროზიამ განუცხადა, ტრაქტორი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

“მეზობელს მიჰყავდა ტრაქტორით რამდენიმე ქალი თხილის მოსაგროვებლად, როდესაც უკანა საბურავი მოძვრა, ამოყირავდა და ქვეშ მოექცა 52 წლის ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულებიც არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა ერთმანეთის მეზობელია“, – აცხადებს ანზორ შეროზია.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს მის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.