ჭდე: სეტყვა

გორი დაიტბორა

გორი დაიტბორა

ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო გორში. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, უამინდობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სანიაღვრე არხებმა უხვ ნალექს ვერ გაუძლო და წყალი ქუჩებში წამოვიდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქში ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს წარმომადგენელი, მამუკა ლომსაძე აცხადებს, სეტყვისაგან მიყენებული ზარალი მცირეა, რადგან, ძლიერი სეტყვა ძირითადად ქალაქის მასშტაბით იყო, […]

იტალიაში ფორთოხლის ზომის სეტყვა მოვიდა – დაშავდა 18 ადამიანი

იტალიაში ფორთოხლის ზომის სეტყვა მოვიდა - დაშავდა 18 ადამიანი

იტალიის ცენტრალურ ნაწილში ადრიატიკის ზღვის სანაპირო რაიონში პესკარას კომუნაში, ფორთოხლის ზომის სეტყვა მოვიდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არის ფეხმძიმე ქალი, რომელსაც ჭრილობები სახეზე და თავზე აქვს. სეტყვამ დიდი ზარალი მიაყერნა ქალაქ პესკარას: დაზიანდა ავტომანქანები, სახლის სახურავები, ჩამტვრეულია შუშები. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტალიის ჩრდილეთით ძლიერი ქარიშხალი დაფიქსირდა, რომელმაც ხეები ფესვებიდან მოგლიჯა, გაანადგურა ათობით ავტომანქანა. […]

ბორჯომში და ბაკურიანში ძლიერი სეტყვა იყო – დაზიანდა რამდენიმე მანქანა

ბორჯომში და ბაკურიანში ძლიერი სეტყვა იყო - დაზიანდა რამდენიმე მანქანა

ბორჯომში და ბაკურიანში ძლიერი სეტყვა იყო. ყველაზე უფრო ინტენსიური სეტყვა ბაკურიანში დაფიქსირდა, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, რაიონში ვითარება სტაბილურია. ,,სეტყვა დაფიქსირდა ბაკურიანში, ქვაბისხევსა და დვირში, თუმცა, ყველაზე ინტენსიური ბაკურიანში გახლდათ. საბედნიეროდ, სულ 2-3 წუთს გაგრძელდა, დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. სხვა პრობლემები მუნიციპალიტეტში არ შექმნილა, ამჟამად ვითარება სტაბილურია“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა […]

ძლიერმა სეტყვამ გორის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ გორის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა, მათ შორის, შინდისი და ქვემო ხვითი. სოფლებში ვაშლის ბაღები და ბოსტნეული დაისეტყვა. ასევე, დაზიანდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის, პომიდვრის და კომბოსტოს ნერგები. 2020 ნიუსი

სიღნაღში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა

სიღნაღში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სტიქიის დროს კიკილაშვილების საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მიზეზი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან რამდენიმეჯერ გასროლილი რაკეტა გახდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სოფელს სტიქია აზიანებდა. სალომე კიკილაშვილი imedinews-თან ლაპარაკისას ამბობს, რომ გასროლილი რაკეტა სახლის სახურავს დაეცა და ჭერი და იატაკი დაუზიანა. მისივე თქმით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში დაჰპირდნენ, რომ რაკეტისგან დაზიანებულ ოთახს აღუდგენენ.

თელავში ღვარცოფია, ახმეტაში სოფლები დაისეტყვა – სტიქია კახეთში

თელავში ღვარცოფია, ახმეტაში სოფლები დაისეტყვა - სტიქია კახეთში

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ქისტაურში. ნახევარსაათიანმა სტიქიამ ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნათესები გაანადგურა. სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. როგორც იოსებ ქარუმაშვილმა „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ ახშანის გზაზე, სადაც ხეებია წაქცეული და შებამისი ტექნიკა მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. „ძლიერი სეტყვა იყო, ახლაც წვიმს. რამდენიმე სოფელი დაისეტყვა, […]

სეტყვა კახეთში – 2 სოფელი დაზარალდა

სეტყვა კახეთში - 2 სოფელი დაზარალდა

კახეთში სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, განადგურებულია ვენახებისა და ხეხილის ბაღების ნაწილი. თელავის მერია ზარალს ითვლის. ნიუპოსტი

7 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაა მოსალოდნელი

7 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 2 მაისს დღისით შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან იწვიმებს. 3 – 7 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 3 – 4 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს […]