გორი დაიტბორა

გორი დაიტბორაძლიერი წვიმა და სეტყვა იყო გორში. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, უამინდობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სანიაღვრე არხებმა უხვ ნალექს ვერ გაუძლო და წყალი ქუჩებში წამოვიდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქში ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს წარმომადგენელი, მამუკა ლომსაძე აცხადებს, სეტყვისაგან მიყენებული ზარალი მცირეა, რადგან, ძლიერი სეტყვა ძირითადად ქალაქის მასშტაბით იყო, ხოლო რამდენიმე სოფელს ცოტა ხნით, უმნიშვნელოდ გადაუარა.

ნიუპოსტი