ჭდე: სოჭი

სოჭის საერთაშორისო აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა

სოჭის საერთაშორისო აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა

სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა. რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრასნოდარის ტერიტორიის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაჩენილ ხანძარს აეროპორტის მუშაობა არ შეუფერხებია. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

სოჭში მრავალსართულიანი კომპლექსი იწვის – ვიდეო

სოჭში მრავალსართულიანი კომპლექსი იწვის - ვიდეო

სოჭში ლისაია გორას ქუჩაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი იწვის. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას. გავრცელებული ინფორმაციით, „პანორამა სოჭს“ ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები არიან მობილიზებულები. ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

სოჭში ქალაქის დღე გიგანტური აჭარული ხაჭაპურით აღნიშნეს

სოჭში ქალაქის დღე გიგანტური აჭარული ხაჭაპურით აღნიშნეს

18 ნოემბერს სოჭში ქალაქის დღე აღნიშნეს და ღონისძიება გიგანტური ხაჭაპურის მომზადებით იზეიმეს. ხაჭაპური რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა – ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. თუმცა, რუსული მედია არაფერს წერს იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს ქართული ნაციონალური კერძის მომზადება რუსეთის ზღვისპირა კურორტზე და თანაც მისი შეტანა რუსეთის რეკორდების წიგნში. აჭარული ხაჭაპურის დეგუსტაცია ქალაქის საზეიმო ღონისძიებების მთავარ მოვლენად იქცა. […]

სოჭის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

სოჭის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

შავ ზღვაში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდაა 4. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სოჭიდან 26 კილომეტრის მანძილზე დაფიქსირდა. რუსული მედია სეისმოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. pia.ge