სოჭში მრავალსართულიანი კომპლექსი იწვის – ვიდეო

სოჭში მრავალსართულიანი კომპლექსი იწვის - ვიდეოსოჭში ლისაია გორას ქუჩაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი იწვის. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციით, „პანორამა სოჭს“ ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო ბრიგადები არიან მობილიზებულები. ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.