ჭდე: ტორონტო

როჯერ ფედერერი ტორონტოს მასტერსს გამოტოვებს

როჯერ ფედერერი ტორონტოს მასტერსს გამოტოვებს

შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი ტორონტოს მასტერსის ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება თვითონ ფედერერმა გააკეთა. როჯერის თქმით მას ძალიან უყვარს ტორონტოში თამაში, მაგრამ ამჟამად მას სხვა გეგმები აქვს: ”კანადა ძალიან მიყვარს და ტორონტოში ყოველთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ჩემთვის თამაში, მაგრამ წელს ამ ტურნირს გამოვტოვებ, რადგან დასვენება მესაჭიროება. იმედი მაქვს გულშემატკივრები არ განაწყენდებიან”–განაცხადა როჯერ ფედერერმა. […]

ტორონტოს ცენტრში აფეთქება მოხდა

ტორონტოს ცენტრში აფეთქება მოხდა

კანადაში, ქალაქ ტორონტოს ფინანსურ ცენტრში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის კვამლმა ავტომობილების მოძრაობისა და მეტროპოლიტენის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. აფეთქება იმ უბანში მოხდა, სადაც ტორონტოს ხუთი წამყვანი ბანკის ოფისებია განლაგებული. დაშავებულები არ არიან. მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი ტრანსფორმატორებს მოეკიდა. ხანძრის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარი ტერაქტი არ არის. ინტერპრესნიუსი