ტორონტოს ცენტრში აფეთქება მოხდა

ტორონტოს ცენტრში აფეთქება მოხდაკანადაში, ქალაქ ტორონტოს ფინანსურ ცენტრში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის კვამლმა ავტომობილების მოძრაობისა და მეტროპოლიტენის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
აფეთქება იმ უბანში მოხდა, სადაც ტორონტოს ხუთი წამყვანი ბანკის ოფისებია განლაგებული. დაშავებულები არ არიან.
მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი ტრანსფორმატორებს მოეკიდა. ხანძრის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
პოლიციის ინფორმაციით, მომხდარი ტერაქტი არ არის.
ინტერპრესნიუსი