ჭდე: უცხოელები

ისრაელი უცხოელებს ქვეყანაში 1 ივლისამდე არ შეუშვებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

უცხოელმა ავიაგადამზიდავებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ისრაელში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეშვებაზე დაწესებული აკრძალვა 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ გაზეთი „მაარივი“ იუწყება. „ისრაელში უცხოელების შესვლაზე დაწესებული აკრძალვა საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის გახანგრძლივებულია ივლისის დასაწყისამდე. საერთაშორისო ავიაკომპანიებს ეცნობათ, რომ შეზღუდვები, რომლებიც გამოწვეულია კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის გამო, გაგრძელდა, მინიმუმ, 1-ელ ივლისამდე“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეშვებაზე აკრძალვა ისრაელმა მარტის […]

ესპანეთში შესვლას უცხოელები კიდევ 5 კვირა ვერ შეძლებენ

ესპანეთი 11 მაისიდან შეზღუდვების მოხსნის მე-2 ეტაპზე გადადის

ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ კვირები არის იქამდე, სანამ ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურებს დაუშვებენ. „უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლებას ვერ მივცემთ მანამ, ვიდრე ჩვენს მოსახლეობასაც არ შეუძლია სახლის ჩვეულებრივად დატოვება“,- აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, შეზღუდვა სულ მცირე კიდევ ხუთი კვირა გაგრძელდება. იპნ

როგორ ანუგეშებენ უცხოელები სასწრაფოს მოსვლამდე ქართველს – ვიდეო

როგორ ანუგეშებენ უცხოელები სასწრაფოს მოსვლამდე ქართველს - ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომლის ავტორი აღწერილობაში წერს: “ეს უცხოელები 10 წუთის მანძილზე სასწრაფოს მოსვლამდე ასე “უვლიდნენ” და “ანუგეშებდნენ” კაცს, რომელსაც ნაღვლის ბუშტის პრობლემა ჰქონდა, დანარჩენი თქვენ თვითონ შეაფასეთ”. ნიუპოსტი https://www.facebook.com/IurisprudenciaGeorgia/videos/602579086774019/