ისრაელი უცხოელებს ქვეყანაში 1 ივლისამდე არ შეუშვებს

ისრაელი უცხოელებს ქვეყანაში 1 ივლისამდე არ შეუშვებსუცხოელმა ავიაგადამზიდავებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ისრაელში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეშვებაზე დაწესებული აკრძალვა 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ გაზეთი „მაარივი“ იუწყება.

„ისრაელში უცხოელების შესვლაზე დაწესებული აკრძალვა საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის გახანგრძლივებულია ივლისის დასაწყისამდე. საერთაშორისო ავიაკომპანიებს ეცნობათ, რომ შეზღუდვები, რომლებიც გამოწვეულია კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის გამო, გაგრძელდა, მინიმუმ, 1-ელ ივლისამდე“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეშვებაზე აკრძალვა ისრაელმა მარტის შუა რიცხვებიდან დააწესა. სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს კი ორკვირიანი კარანტინის გავლა უწევთ.