ჭდე: ქართველის დაკავება

ესპანეთში 77 მილიონის კოკაინის გადატანისთვის ქართველი დააკავეს

ესპანეთში 77 მილიონის კოკაინის გადატანისთვის ქართველი დააკავეს

ესპანურმა პოლიციამ კანარის კუნძულებზე სათევზაო გემი დააკავეს, რომლის ბორტის წევრებსაც 77 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი გადაჰქონდათ. დაკავებულ ბორტის ხუთ წევრს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათი ცნობით, თითქმის სამი ტონა ნარკოტიკული ნივთიერება ესპანურმა სანაპირო დაცვის ეკიპაჟმა გემის ერთ-ერთი საწვავის ავზში დამალული იპოვა. დაკავებულებს შორის 4 თურქეთის და ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორუსთავი

ბელგიაში ბანკის ძარცვისთვის კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

ბელგიაში ბანკის ძარცვისთვის კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

ბელგიის პოლიციამ ანტვერ​პენის ბანკის გაძარცვაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ქართველი დააკავა. გავრცელებული ცნობით, ის 28 წლის ახალგაზრდაა. მისი თითის ანაბეჭდები სამართალდამცველებმა სარდაფში აღმოაჩინეს. მამაკაცი იმ ქართველის მეგობარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამავე დანაშაულისთვის დააპატიმრეს. ძარცვის შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. დამნაშავეებმა ორი გვირაბი გათხარეს და ბანკის საცავში საკანალიზაციო ქსელის მეშვეობით შეაღწიეს. პოლიციას 30-მდე სადეპოზიტო ყუთი ცარიელი დახვდათ. […]

იტალიაში ქართველი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

იტალიაში ქართველი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

იტალიური მედიის ცნობით, 1 სექტემბერს, ქალაქ ავეტრანაში კარაბინიერებმა დააკავეს 40 წლის ქართველი, რომელიც მანამდე საფრანგეთში ცხოვრობდა. გამოძიების ინფორმაციით, ქართველის მიერ დაქირავებულ ბინაში სახლის მეპატრონე ქალი და მისი მეგობარი კაცი მივიდნენ. მათ გ.ბ. ს ქირის გადახდა მოთხოვეს. სიტყვიერი შელაპარაკება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და გ.ბ. დანით დაესხა თავს გერმანიის მოქალაქეს და ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. ნიუპოსტი