ესპანეთში 77 მილიონის კოკაინის გადატანისთვის ქართველი დააკავეს

ესპანეთში 77 მილიონის კოკაინის გადატანისთვის ქართველი დააკავესესპანურმა პოლიციამ კანარის კუნძულებზე სათევზაო გემი დააკავეს, რომლის ბორტის წევრებსაც 77 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი გადაჰქონდათ. დაკავებულ ბორტის ხუთ წევრს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათი ცნობით, თითქმის სამი ტონა ნარკოტიკული ნივთიერება ესპანურმა სანაპირო დაცვის ეკიპაჟმა გემის ერთ-ერთი საწვავის ავზში დამალული იპოვა.

დაკავებულებს შორის 4 თურქეთის და ერთი საქართველოს მოქალაქეა.

ინფორუსთავი